ჩაბარების ვადა:
30 მარტი 2021, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T9014 - ტენდერი Apm გადაწყვეტილებაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს ჯორჯიან ქარდი აცხადებს ტენდერს Apm გადაწყვეტილებაზე.
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს, რომელიც დაიშვება შემდეგ ეტაპზე POC-ში მონაწილეობის მისაღებად;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პროგრამული უზრუნველყოფის, შესაბამისი ლიცენზიისა, მხარდაჭერის მომსახურების და ტრეინინგის ფასი;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის პრეზენტაციის და datasheet ფაილები
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში და შეიცავდეს როგორც ლიცენზიის ასევე პროდუქტიულ გარემოში დანერგვის და ტრეინინგების საფასურს;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- MAF ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller) იმის დასტურად, რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები ან პარტნიორობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი
- მომდევნო 3 წლის განმავლობაში ლიცენზიების / ტექ. მხარდაჭერის მომსახურების განახლების ფიქსირებული ღირებულება
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს 2 ინვოისი
ინვოისი #1 უნდა ფარავდეს:
- დასამონიტორებელი სერვერების რაოდენობა: 10 (total: 56 Cores, RAM 160)
- გამოყენებული ტექნოლოგიები: 8 სერვერი x Java, 1 სერვერი x Tuxedo/C++/Java; 1 სერვერი x .NET
- მობილური აპლიკაციების მომხმარებლების რაოდენობა: 60 000
- ვებ გვერდის ნახვების რაოდენობა წელიწადში: 32 000 000
ინვოისი #2 უნდა ფარავდეს:
- დასამონიტორებელი სერვერების რაოდენობა: 7 (total: 40 Cores, RAM 128)
- გამოყენებული ტექნოლოგიები: 5 სერვერი x Java, 1 სერვერი x Tuxedo/C++/Java; 1 სერვერი x .NET
- მობილური აპლიკაციების მომხმარებლების რაოდენობა: 10 000
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
დავალებათა აღწერილობა:
- შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი 3-ში. შემოთავაზებული გადაწყვეტილებებიდან აირჩევა ერთი ან ორი კანდიდატი, რომლებიც დაშვებულები იქნებიან POC ეტაპზე.
წარმატებული POC ეტაპის შემდეგ, მომწოდებელმა უნდა:
- სისტემის სრული დანერგვა პროდუქტიულ გარემოში
- არსებულ სისტემებთან ინტეგრაცია
- დეშბორდების და ალერტინგის კონფიგურაცია
- აგენტებისა და ადმინისტრატორების ტრეინინგი
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller) იმის დასტურად რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები ან პარტნიორობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი
- წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 30 მარტი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებით კითხვებზე მიმართეთ:ლევან სარაჯევი
მობ: 577112110
ელ. ფოსტა: tenders@gc.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები