
22 მარტი 2021, 18:00
სტატუსი:
გამარჯვებული
E
ელ. ტენდერი
T9026 - ტენდერი საზაფხულო სპეც. ტანსაცმლის შეძენაზე
- გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია გაზი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 16 მარტი 2021 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 22 მარტი 2021 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სოკარ ჯორჯია გაზი (202403121) გაზ-გასამართ სადგურების თანამშრომლებისთვის გეგმავს ტენდერის მეშვეობით საზაფხულო სპეც. ტანსაცმლის შეძენას.
პროდუქციის ჩამონათვალი:
- პოლოს მაისური - რაოდენობა 2500 ცალი;
- აღწერილობა: ფერი - მუქი: ლურჯი, რუხი ან სხვა (ჭუჭყის ამტანი ფერი). მარცხენა მხარეს ჯიბით, სადაც ბეიჯისთვის ცალკე უნდა მოთავდეს პატარა ჯიბე (იხილეთ დართული ფოტო ნიმუში); ლოგოები: ჯიბეზე ამოქარგული სოკარის ლოგო, ხოლო ზურგზე - შოლკოგრაფია;
- შარვალი - რაოდენობა 2400 ცალი;
- აღწერილობა: თხელი მასალის, ფერი - მუქი: ლურჯი, რუხი ან სხვა; (ჭუჭყის ამტანი ფერი)
- კეპი - რაოდენობა 1900 ცალი;
- აღწერილობა: სასურველია თხელი მასალა, უნიფორმის შესაფერისი ფერი;
- უნიფორმის დიზაინზე შეზღუდვა არ არის, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ ვიზუალის თქვენი ვერსია.
შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები:
- მაისური - L ზომა
- შარვალი - L ზომა
- კეპი - უნივერსალი
გთხოვთ შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები წარმოადგინოთ მისამართზე - 300 არაგველის #24 სოკარის სათავო ოფისში არაუგვიანეს 2021 წლის 22 მარტისა 18:00, ხოლო კომერციული წინადადება ატვირთეთ tenders.ge-ზე.
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ინვოისის სახით და აუცილებლად მოიცავდეს მოწოდების ვადებსა და გადახდის პირობებს. გარდა ამისა წარმოდგენილი უნდა იყოს კომპანიის რეკვიზიტები და ინფორმაცია გამოცდილების შესახებ.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 22 მარტი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი - მარიამ ტაბატაძე
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
გთხოვთ, შეამოწმეთ მეილი.
გამარჯობა, რამოდენიმე კითხვა გვაქვს. 1) კეპი დაბრენდილი უნდა იყოს თუ არა, თუ კი - რომელი ტექნოლოგიით და რა უნდა დაიბრენდოს (ფერი, ტექსტი) 2) პოლოს მაისურის ჯიბის ზომაც გვაინტერსებს და ნაქარგის ზომას თქვენ განსაზღვრავთ თუ სტანდარტულად უნდა ამოიქარგოს და უკან რა უნდა დაიბრენდოს 3) ჩაბარების ვადებიც რომ მოგვწეროთ და თქვენი საკონტაქტო ნომერი თუ შეიძლება, რომ მეილზე გადმოგზავნოთ ad.elegance@yahoo.com