
29 მარტი 2021, 15:00
სტატუსი:
გამარჯვებული
E
ელ. ტენდერი
T9100 - ტენდერი არსებული სადისპეჩერო პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალის გაფართოებაზე
- გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია გაზი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 26 მარტი 2021 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 29 მარტი 2021 დრო 15:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს სოკარ ჯორჯია გაზი აცხადებს ტენდერს არსებული პროგრამული გადაწყვეტილების ფუნქციონალის გაფართოებაზე.
არსებული პროგრამული გადაწყვეტილება ემსახურება სადისპეტჩეროს, რომლის დანიშნულებაა დროულად ინფორმაციის მოწოდება გაზის სისტემაში არსებულ მოვლენებზე, განსაკუთრებით კი - ავარიებზე.
- პროგრამირების ენა - C#
- ტექნოლოგია - Microsoft .NET Framework
- მონაცემთა ბაზა - Microsoft SQL Server
- აპლიკაციები - Desktop Application, Windows Service, Web Service
სატენდერო დავალების ფარგლებში არსებულ პროგრამას უნდა დაემატოს შემდეგი შესაძლებლობები:
- ადმინისტრირების პაროლის გენერირების სისტემა.
- შეიქმნას კორექტორების სხვადასხვა დონის (ადმინისტრატორის და მომხმარებლის) პაროლების მართვის სისტემა. ყველა მოწყობილობას დაედოს სისტემის მიერ გენერირებული ინდივიდუალური პაროლი. მეტროლოგებისათვის შეიქმნას სერვისი, რომლის საშუალებითაც მეტროლოგს ექნება საშუალება მოითხოვოს კონკრეტული მოწყობილობის პაროლი. პროგრამის ადმინისტრატორის დასტურის შემდეგ, მეტროლოგმა, რომ მიიღოოს პაროლი (ამისათვის საჭიროა სმს სერვისი). სამუშაოს დასრულების შემდეგ, მეტროლოგმა უნდა აღწეროს შესრულებული სამუშაო და აცნობოს სისტემას იგივე სერვისის საშუალებით. რის შემდეგაც, სისტემა დააგენერიროს ახალი პაროლი აღნიშნული მოწყობილობისთვის. შეიქმნას რამდენიმე რეპორტი მოთხოვნის შესაბამისად (სამუშაოების შესრულების ისტორია, პაროლების მიმდინარე მდგომარეობა, პაროლების ისტორია ...).
ხარჯების ალარმი:
- არსებულ სისტემაში ჩაემატოს საგანგაშო შეტყობინებების სისტემა ხარჯებისათვის. როცა გაზის მიმდინარე ნაკადი გასცდება წინასწარ დადგენილ ზღვარს, სისტემა მიიღებს საგანგაშო შეტყობინებას. შეიქმნას ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება საგანგაშო ზღვრების კონტროლი ინდივიდუალურად ყოველი კორექტორისათვის.
კორექტორების და მრიცხველის მონაცემები:
- შეიქმნას სისტემა, რომელიც აღწერს მრიცხველის და კორექტორის ისტორიას (რომელი კორექტორი რა დროს რომელ აღრიცხვის წერტილზე დადგა, როდის დამოწმდა, როდის შეიცვალა ...)
არსებული კორექტორის ტიპები:
- ბრენდი HONEWELL ELSTER მოდელი EK 280 ( https://www.elster-instromet.com/en/product-details/303/en/EK280?fid=F032EA0A896F40B486350FF21BE30E5E#sbox0=field1) - სისტემაში უკვე არის და ალარმის სისტემას უნდა დაემატოს
- ბრენდი ELGAS მოდელი MIDI ELCOR ( https://www.elgas.cz/en/midielcor ) - სრულად უნდა მოხდეს ამ კორექტორების სისტემაში ინტეგრაცია
- შეიქმნას კორექტორის და მოდემემის მკვებავი ელემენტების სამუშაო მარაგის ამოწურვის შეტყობინება.
- ალარმების იდენტიფიკაცია რეგიონების მიხედვით.
ალარმი მიუვიდეს წინასწარ გაწერილ მომხმარებლებს რეგიონების, სერვისცენტრების და სათაო ოფისის სადისპეჩერო სამსახურის მიხედვით. მაგალითისთვის: ქართლის რეგიონში, მცხეთის სერვის ცენტრში არსებული ობიექტის ალარმი მიუვიდეს ქართლის და ცენტრალურ სადისპეჩეროს.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 29 მარტი 15:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი კვანჭახაძე
მობ: +995 599 742924
E-mail: g.kvanchakhadze@socar.ge
ტენდერის კატეგორია:
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 48500000 საკომუნიკაციო და მულტიმედიის პროგრამული პაკეტები
- 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
მოგესალმებით, 1. პროგრამის დამატებით შესაძლებლობებში გიწერიათ ადმინისტრირების პაროლის გენერირების სისტემა, გვაინტერესებს სად გამოიყენება ეს ადმინისტრატორის პაროლი?ხომ არ არის საუბარი SCADA სისტემაზე და თუ ასეა, რა მოცულობის და შესაძლებლობის SCADA სისტემაზეა საუბარი? 2. მითითებული გაქვთ,რომ მეტროლოგებისთვის უნდა შეიქმნას სერვისი, რომლის საშუალებითაც მეტროლოგს ექნება საშუალება მოითხოვოს კონკრეტული მოწყობილობის პაროლი. გვაინტერესებს, იგულისხმება თუ არა ამ ტექსტში SCADA სისტემა, როგორც მოწყობილობა? 3. მითითებული გაქვთ, რომ მეტროლოგმა უნდა აღწეროს შესრულებული სამუშაო და აცნობოს სისტემას იგივე სერვისის საშუალებით. რის შემდეგაც, სისტემა დააგენერირებს ახალ პაროლს აღნიშნული მოწყობილობისთვის. გვაინტერესებს, ხომ არ გულისხმობთ სისტემაში შესვლისათვის ე.წ. Two factor authentication-ს? 4. მითითებული გაქვთ, რომ უნდა შეიქმნას ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება საგანგაშო ზღვრების კონტროლი ინდივიდუალურად ყოველი კორექტორისთვის. გვაინტერესებს, რომელი პროტოკოლისა და პლატფორმის გამოყენებას გულისხმობთ? 5. ხარჯების ალარმთან დაკავშირებით გვაინტერესებს, ალარმის ტიპი თავიდანვე ფიქსირებული იქნება ( იგულისხმება Hardcoded) თუ ცვლილებადი და თქვენ შეცვლით ხოლმე წნევის სიგნალის ზღვარს? 6. მითითებული გაქვთ, რომ უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც აღწერს მრიცხველისა და კორექტორის ისტორიას. გვაინტერესებს, გულისხმობთ ადგილობრივს თუ საუბარია მონაცემთა ცენტრზე? 7. მითითებული გაქვთ, რომ უნდა შეიქმნას კორექტორისა და მოდემების მკვებავი ელემენტების სამუშაო მარაგის ამოწურვის შეტყობინება. გვაინტერესებს, რა მეთოდის გამოყენება გნებავთ აღნიშნულისთვის, მოწყობილობა შეკითხვის გარეშე იძლეოდეს შეტყობინებას თუ შეკითხვის შემდეგ პასუხობდეს მარაგის ამოწურვის თაობაზე?
მოგესალმებით და მადლობა კითხვისთვის: 1. იგულისხმება თვითონ მოწყობილობის (მოცულობის ელექტრონული მაკორექტირებელი) ადმინისტრატორის პაროლი. 2. ისევ, იგულისხმება მოცულობის ელექტრონული მაკორექტირებელი. 3. არა. 4. გულისხმობს მოწყობილობების (მოცულობის ელექტრონული მაკორექტირებელი) ქარხნული პროტოკოლების გამოყენებას. 5. როგორც ხარჯის (ნაკადის), ასევე წნევის ალარმის ზღვრები იქნება ცვალებადი სეზონისა და მუშაობის რეჟიმის მიხედვით, ინდივიდუალურად ყველა მოწყობილობისთვის. 6. დიახ, საუბარია მონაცემთა ცენტრზე. 7. რეგულარულად უნდა ახლდებოდეს აღნიშნული პარამეტრი. სისტემამ უნდა დააგენერიროს ალარმი, თუკი ეს პარამეტრი გასცდება წინასწარ დადგენილ ზღვრებს.