ჩაბარების ვადა:
6 აპრილი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9134 - ტენდერი (MDF) კარების დამზადება, მონტაჟი, სახელურებისა და საკეტების გათვალისწინებით
ტენდერის აღწერილობა:
შპს “აშენდი აგრო საქართველო” აცხადებს ტენდერს (MDF) კარების დამზადება, მონტაჟი, სახელურებისა და საკეტების გათვალისწინებით
ტენდერის პერიოდი: 26.03.2021- 9.04.2021
ობიექტი მდებარეობს: ქ.თბილისი ნ.ხოშარაულის 29
ტექნიკური დავალება:
- 18 ერთეული კარი ზომით ( 2.20 * 0.80 ) მიახლოებითი დიზაინი იხილეთ თანდართულ ფაილში
- MDF-ის
- სახელურების და საკეტების გათვალისწინებით
- ობიექტზე მოტანა მონტაჟი
აუცილებელი მოთხოვნები:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია;
- სამუშაოების შესრულების ვადა;
- გადახდის პირობა;
- ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საბიუჯეტო გადასახადს (დღგ);
- საგარანტიო ვადა მასალასა და შესრულებულ სამუშაოებზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება არაუგვიანეს 2021 წლის 6 აპრილი 18:00 სთ.
- სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი ელ.ფოსტის საშუალებით: e.silagadze@ashendi.com
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 39100000 ავეჯი
- 44200000 სტრუქტურული მასალები