8 აპრილი 2021, 15:00
სტატუსი:
გამარჯვებული
E
ელ. ტენდერი
T9146 - ტენდერი პოს ტერმინალების თერმული ქაღალდის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში.
"შპს ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ტენდერს პოს ტერმინალების თერმული ქაღალდების შესყიდვაზე.
პოს ტერმინალების ქაღალდი-ს ( თერმული ლენტი-ს) სპეციფიკაცია:
- სიგრძე - 18 მეტრი
- სიმაღლე - 55მმ.
- დიამეტრი - არა უმეტეს 40მმ.
რაოდენობა საშუალოდ 15000ც. რულონი თვეში.
მოწოდება უნდა განხორციელდეს თვეში 3-4 ეტაპად, 3-12 თვის განმავლობაში
გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება.
სატენდერო პირობები: ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები); ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით; ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე;
ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 08 აპრილი, 15:00 სთ.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
კითხვებზე დაუკავშირდით:
ლევან ტყაბლაძე
მობ: +995 577 325 955
ელ. ფოსტა: levan.tkabladze@bs2.lt
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები