ჩაბარების ვადა:

7 აპრილი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T9149 - შერჩეულ 10 მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მართვისა და განვითარების რეფორმის - ხელშეწყობა

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 07.04.2021 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში - შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ქართულ და ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი 

ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს 

მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია: 

  • -  სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
  • -  საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • -  ტენდერის დასახელება: „შერჩეულ 10 მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მართვისა და განვითარების რეფორმის - ხელშეწყობა“;
  • -  წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • -  გთხოვთ დასვათ ბეჭედი და/ან მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილას. 

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ოფისი
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა, 0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 19.2204.6-004.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83377554

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 12.04.2021 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები