ჩაბარების ვადა:

13 აპრილი 2021, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T9208 - ტენდერი საბურავების შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღება დაწყებულია. შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საბურავების შესყიდვის მიზნით.

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი 1; ცხრილში მოცემულია შესყიდვის შესაძლო მაქსიმალური რაოდენობა რომელიც არის 1 წლის პერიოდზე გათვლილი, მინიმალური შესყიდვის რაოდენობა განისაზღვრება მთლიანი რაოდენობის 70%-ით. ბანკი არ იღებს ვალდებულებას საქონლის შესყიდვის რაოდენობაზე.
  • საბურავი არ უნდა იყოს ე.წ. “All Seasons”. წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს მომსახურების თანხას: საბურავების მოხსნა, დაყენება, მორგება და ბალანსირება; 
  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება, საქონლის შესყიდვა მოხდება პერიოდულად ბანკის საჭიროებისამებრ.
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
  • მონაწილე კომპანიების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: საბურავის ფასი 65%, შენახვის ფასი 5%, გარანტია 20%, მოწოდების ვადა 10%;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს აქვს სავალუტო რისკი, უფლებამოსილია შემოთავაზებაში დააფიქსიროს კურსის ზედა ზღვარი და ტარიფის გადახედვის პირობები;
  • ტენდერი ჩატარდება ღია ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობა გაიმართება 3 ეტაპად, ვაჭრობის ბიჯი 1’500 ლარი ჯამურ თანხაზე. ვაჭრობის შემდეგ დაფიქსირებული ჯამური საბოლოო თანხის მიხედვით პროპორციულად დააკლდება ერთეულის ფასებს.
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შექმნას გარკვეული რაოდენობის მარაგი სეზონების მიხედვით, მოწოდების ვადა არ უნდა იყოს ბანკის მოთხოვნიდან 1 კვირაზე მეტი.
  • საგარანტიო პერიოდი: პრეტენდენტი განსაზღვრავს თავად საგარანტიო ვადას და პირობებს; აუცილებელი პირობაა ქარხნული წუნით მოწოდებული საბურავი შეცვალოს ახალით, იგივე ტიპის საბურავით;
  • მიწოდების ადგილი:  მომწოდებლის მისამართი;
  • სეზონური შეცვლების დროს მომწოდებელმა უნდა მოახდინოს დროებით შენახვა/განთავსება შემდეგ სეზონამდე.
  • სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდისთვის საქართველოს რეზიდენტი ორგანიზაციის მიერ გაცემული, სულ მცირე 2 სარეკომენდაციო წერილი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წინამდებარე დოკუმენტი შევსებული ფორმით (დანართი N1 და დანართი N2), ყველა გვერდზე ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ (ასევე Excel და Word-ის ფაილებით);
  • შემოთავაზებული საქონლის დეტალები (ბროშურის ან/და სხვა ფორმით), სადაც მოცემული იქნება საბურავის შემადგენლობა და სხვა ტექნიკური დეტალები;
  • შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის სერტიფიკატი;
  • სარეკომენდაციო წერილები;

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 13 აპრილი 15:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 1500 ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
კონსტანტინე მეტრეველი
მობ: 595036484
ელ. ფოსტა: Ko.Metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 აპრილი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 1'500.00 ‎₾
თიბისი დაზღვევა - შიდა