ჩაბარების ვადა:

23 აპრილი 2021, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T9303 - ტენდერი სასმელი წყლის შესყიდვა, მომსახურებაზე თბილისსა და რეგიონებში

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სასმელი წყლის შესყიდვა, მომსახურებაზე თბილისსა და რეგიონებში:

დასახელება აღწერა სავარაუდო წლიური შესასყიდი რაოდენობა ერთეულის ფასი ჯამი
ბალონი 19 ლ. 35'000 ცალი    
ერთჯერადი ჭიქა 100 ც. 70'000 შეკვრა    
 

სულ ფასი

 

შენიშვნა 1: 

  • რაოდენობა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად
  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
ვალუტის კურსი ზედა ზღვარში 1 აშშ დოლარი  

შენიშვნა 2: 

  • მონაწილე კომპანიამ უნდა მიუთითოს აშშ დოლარის ის მაქსიმალური კურსი, რისი გადალახვის შემდეგაც კომპანიას ექნება უფლებამოსილება მოითხოვოს ფასების ზრდა კურსის პროპორიულად. კომპანია იღებს ვალდებულებას რომ მითითებული კურსის ზედა ზღვრამდე არ მოხდება ფასების ცვლილება.

სხვა პირობები:

  • მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, წყლის ჩამოსასხმელი დისპენსერები დროებით სარგებლობაში მიაწოდოს ბანკს მის მიერ მითითებულ მისამართებზე, საქართველოს მაშტაბით დაახლოებით 350 ობიექტს, სადაც განთავსებული იქნება დაახლოებით 600 დისპენსერი. ობიექტების ჩამონათვალი თანდართულია სატენდერო განცხადებაზე.
  • შემოთვაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების საფასურს თბილისსა და რეგიონების მასშტაბით; ტრანსპორტირება ასევე მოიცავს დისპენსერების/ბიდონების ობიექტებამდე მიწოდებას (იგულისხმება სართულებზე ატანა, შიდა ტერიტორიებზე გადაადგილება)
  • ანგარიშსწორება უნდა მოხდეს თვეში ერთხელ, საქონლის მოწოდების შემდგომ ერთიანი ანგარიშფაქტურით 15 საბანკო დღის ვადაში;
  • აუცილებელი მოთხოვნაა რომ სასმელი წყალი შეესაბამებოდეს საქართველოში დადგენილ ხარისხის მაჩვენებლებს, ნორმატიულ სიდიდეებსა და სანიტარულ მოთხოვნებს;
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად, მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 ან 2 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;

პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.

ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.

ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.

ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი.

პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.

შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.

ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 1;

მონაწილე კომპანიების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ფასი 35%, დოლარის კურსის ზედა ზღვარი 5%, მომსახურების ვადები (დანართი N1) 40%, მსგავსი მოცულობის პროექტების შესრულება (სარეკომენდაციო წერილების ჩათვლით) 20%.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

ტენდერი ჩატარდება ღია ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობა გაიმართება 3 ეტაპად, ვაჭრობის ბიჯი 3000 ლარი.

ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;

ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს - დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წინამდებარე დოკუმენტი შევსებული ფორმით (დანართი N1 და დანართი N2), ყველა გვერდზე ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
  • შემოთავაზებული საქონლის აღწერილობა, ვიზუალი და სპეციფიკაციები;
  • ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ინფორმაცია მსგავსი მოცულობის პროექტების შესრულების შესახებ, სარეკომენდაციო წერილების ჩათვლით;

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 23 აპრილი 15:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 3000 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
კონსტანტინე მეტრეველი
მობ: 595 03 64 84
ელ. ფოსტა: 
Ko.Metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 41100000 ბუნებრივი წყალი

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    21 აპრილი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 3'000.00 ‎₾