ჩაბარების ვადა:

5 მაისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9324 - ტენდერი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გადასახედი მოედნის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

არაკომერციული ორგანიზაცია „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აცხადებს ტენდერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გადასახედი მოედნის მოწყობაზე.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 5 მაისი, 2021
სატენდერო განცხადების #: 021RECC/G/EU-2021-SRV-1-68

ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ერთობლივი პროექტის, „კახეთში ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, შექმნა“-ს (NEAR-TS/2018/404-140), ფარგლებში. ამ პროექტის მიზანს წარმოადგენს კახეთის რეგიონში  ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ინკლუზიური და მდგრადი ზრდის და ადგილობრივ დონეზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მეშვეობით. 

ტენდერის გზით შერჩეული კომპანია პასუხისმგებელი იქნება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესასვლელში, ტრასის მიმდებარად, ლოკაციის სავარაუდო კოორდინატებით: 41.518059, 45.929431 (ლოკაციისთვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, ასევე განიხილება სხვა შემოთავაზებებიც) გადასახედი მოედნის მოწყობა, მასთან ინტეგრირებული საინტერპრეტაციო დაფით (სიმაღლე - 90 სმ; სიგრძე - 60 სმ; სიგანე - 50 სმ), მცირე ზომის (30X20 სმ) საინფორმაციო დაფით და გადასახედი მოედნის მიმართულების და მანძილის მიმანიშნებელზე. გადასახედი მოიცავს 40 კვმ ან მეტი ფართობის მყარი ბეტონის, ქვის, ხის ან მათი კომბინაციით აშენებულ მოედანს (განიხილება სხვა შემოთავაზებებიც).  

პროექტების მომზადების აუცილებელი პირობები:

  • შესაბამის საინჟინრო-ტექნიკურ ნახაზებთან ერთად ასახული უნდა იყოს საჭირო მასალების/ტექნოლოგიების, ტრანსპორტირებისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დეტალური კალკულაცია (ბიუჯეტი დღგ-ს  გარეშე);
  • პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ზედა ზღვარი შეადგენს 40 000 ლარს ;
  • წარმოადგენილი  გადასახედი მოედნის პროექტი უნდა მიესადაგებოდეს არსებულ ლანდშაფტს და მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნას უსაფრთხოების ასპექტები;
  • სამუშაოს დაწყებამდე წარმოდგენილი ნაგებობის სამშენებლო ნებართვას უზრუნველყოფს დამკვეთი;
  • სამუშაოს შესრულების ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან) არ უნდა აღემატებოდეს ორ (2) კალენდარულ თვეს
  • დაინტერესებულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ გადასახედი მოედნის  მოწყობის ადგილს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე (საკონტაქტო ინფორმაცია იხ. ქვემოთ).

ასევე  ტენდერში მონაწილე კომპანიამ:

  • უნდა გამოიყენოს ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები;
  • სამშენებლო მასალების შერჩევის დროს მხედველობაში მიიღოს ადგილობრივი კლიმატის თავისებურებები;
  • სამშენებლო მასალების შერჩევის დროს გაითვალისწინოს კონსტრუქციის მინიმალური შენახვის და ექსპლოატაციის ხარჯები;
  • მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი სამშენებლო და ბუნებრივი მასალები;
  • უზრუნველყოსკონსტრუქციის მაქისიმალური უსაფრთხოება;
  • უზრუნველყოს მშენებლობის უსაფრთხოების ნორმები.

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შემოთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პროექტის დასახელება; მოკლე აღწერილობა; რენდერი, ნახაზი ზომების მითითებით (დეტალური სამშენებლო პროექტი მოეთხოვება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას); ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა თანდართული ცხრილის მიხედვით (Budget viewing platform-Dedoplistskaro.xlsx); ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ–ს გარეშე; რეკვიზიტები: კომპანიის იურიდიული ფორმა და დასახელება; იურიდიული ანდა ფაქტიური მისამართი; ტელეფონის ნომერი; ელ-ფოსტის მისამართი; საკონტაქტო პირი;

გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს:

  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიის ქონებაზე არ არსებობს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ კომპანიის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული შესაბამისი პროექტების ჩამონათვალი (უპირატესობა მიენიჭება მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილების მქონე კომპანიებს. ასევე  კომპანიებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების გამოცდილება. ტენდერში მონაწილე კომპანიას, ან კომპანიის წარმომადგენელს/წარმომადგენლებს უნდა გააჩნდეს საინჟინრო-საპროექტო და სამშენებლო სფეროში არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება).

ნიმუში და ხარჯთაღრიცხვა:

  • წინამდებარე სატენდერო შეთავაზებას თან ერთვის გდასახედი მოედნის სანიმუშო ფოტოები ( დანართი 1 - viewing platform.pdf) და სახარჯთაღრიცხვო ღირებულების სანიმუშო ცხრილი (დანართი 2 - Budget viewing platform-Dedoplistskaro.xlsx). საჭიროების შემთხევაში, ტენდერში მონაწილე კომპანიას შეუძლია წარმოადგინოს უფრო დეტალური ცხრილი, ბიუჯეტის ძირითადი ხაზების ჩაშლის გზით.
  • საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 5 მაისი, 2021.
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა #13, “კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“-ს ოფისი.
  • ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: zviad.khukhunashvili@rec-caucasus.org (COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, სასურველია შემოთავაზებები წარმოდგენილი იქნას მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე):

საკონტაქტო პირები:
ლალი თევზაძე 
მობ: +995 557 73 69 19
ელ. ფოსტა: lali.tevzadzei@rec-caucasus.org

ამირან კოდიაშვილი;
მობ:  +995 599 31 39 57
ელ. ფოსტა: amiran.kodiashvili@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები