ჩაბარების ვადა:

21 დეკემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T933 - ტენდერი მეორადი IT ტექნიკის ინვენტარის გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს  მეორადი IT  ტექნიკის ინვენტარის გაყიდვაზე.

თანდართულ  ფაილებში  შეგიძლიათ  იხილოთ:

  • სპეციფიკაცია;
  • სააპლიკაციო ფორმა.

პირობები

  • მდგომარეობა - მეორადი, ნაწილი მუშა მდგომარეობაში, ნაწილი დაზიანებული.
  • მყიდველმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ინვენტარის ტრანსპორტირება სს პროკრედიტ ბანკის საწყობიდან, მის: ქ. თბილისი ა. ისაკიანის ჩიხი №3.
  • აღნიშნული ინვენტარის ნახვა შესაძლებელია წინასწარი შეთანხმების საფუძველზე სს „პროკრედიტ ბანკის“ საწყობში, მის: ქ. თბილისი ა. ისაკიანის ჩიხი №3.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები თანდართული სპეციფიკაციის მიხედვით
  • ანგარიშსწორების პირობები
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (პირადობის მოწმობის ასლი ფიზიკური პირის შემთხვევაში);
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში);

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ. ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება (ფინანსური კონტროლის ქვეგანყოფილება);
  • წარწერა: „კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 21 დეკემბერი, 2015 წ. (18:00-მდე).

ტენდერის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

მარინე ქიმოსტელს
საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის ქვეგანყოფილება
სს „პროკრედიტ ბანკი“, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
ტელ: (+99532) 2202222 (1850)
E-mail: m.kimosteli@procreditbank.ge
მობ: (+995) 599092301

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ

მამუკა ტაბიძეს
შესყიდვების ქვეგანყოფილება
სს „პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
ტელ.: (+995 32) 2202222 (1572) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ