ჩაბარების ვადა:

29 აპრილი 2021, 15:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T9349 - ტენდერი ერთჯერადი პლასტმასის ლუქების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ერთჯერადი პლასტმასის ლუქების შესყიდვაზე.

პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

# საქონლის დასახელება შესასყიდი რაოდენობა ფასი
(ლარი)
ჯამური
ფასი
მოწოდების
ვადა (დღე)
1 ერთჯერადი ლუქი 300 000 ცალი      

ერთჯერადი ლუქი მახასიათებლები:

  • მასალა: პოლიპროპილენი;
  • საერთო სიგრძე: 240 მმ;
  • სამუშაო სიგრძე: 150 მმ;
  • მოქნილი ელემენტის დიამეტრი: 2,3 მმ;
  • ქარხნული წესით დაბეჭდილი უნიკალური რიგითი ნომერი (8 ციფრიანი);
  • ბანკის ლოგოტიპი;
  • ლოგოს დატანის ზომა 35*7 მმ;
  • ლუქის ფერი : ნარინჯისფერი;
  • დაყენების შესაძლებლობა: ხელით;
  • ჩამკეტი ელემენტი-მეტალის ჩანართი.

ტენდერი ჩატარდება 3 ეტაპიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობა გაიმართება ჯამური ფასის მიხედვით, ბიჯი 800 ლარი.

ვაჭრობის დასრულების შემდეგ, საბოლოოდ დაფიქსირებული ჯამური ფასის შესაბამისად პროპორციულად დააკლდება საქონლის ერთეულის ფასს.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე დოკუმენტში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.

დანართი N1:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი N1;

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი - ურეკის ქუჩა N2, საქართველოს ბანკის ცენტრალური საწყობი.
  • მიწოდების ტიპი: ერთიანი რაოდენობის მიწოდება უნდა მოხდეს ბანკის ერთ მისამართზე (საწყობში), 
  • ნიმუშების წარმოდგენა: ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ნიმუშები 2 მისამართზე: პუშკინის N3-ში და გაგარინის ქ.29ა. 
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • შესყიდვის საქონლის სპეციფიკაციები მოცემულია წინამდებარე დოკუმენტში;
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 90 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • წინამდებარე დოკუმენტი, დაბეჭდილი და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. დასკანერებული PDF ფორმატში;
  • დანართი N1 შევსებული სრულად, დასკანერებული PDF ფორმატში;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 29 აპრილი 15:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 800 ლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტაKo.Metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 აპრილი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 800.00 ‎₾