ჩაბარების ვადა:
5 მაისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9373 - ტენდერი 5 (ხუთი) ერთეული ლიფტის შესყიდვა/მონტაჟზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს 5 (ხუთი) ერთეული ლიფტის შესყიდვა/მონტაჟზე (A, B, C, D ბლოკებისთვის) და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს. (ლიფტების სამონტაჟო მისამართია ქ.თბილისი, ლისი, 112-ის მიმდებარედ.
თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ პროდუქციის შეთავაზებისთვის საჭირო ინფორმაცია:
- ლიფტების საინფორმაციო ფაილი
- ჭრილი
- 41-ე დადგენილება
- 41-ე დადგენილების შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
- არსებულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება და შესრულებული პროექტები ბოლო 3 წლის განმავლობაში.
- პრეტენდენტი კომპანიის: იურიდიული, საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
- საგარანტიო პირობების დეტალური აღწერა.
წინადადების წარდგენის წესი:
- არსებული პროექტის გათვალისწინებით გთხოვთ წარადგინოთ პროდუქტთა შესაძლო ვარიაციები.
- პროდუქციის დეტალური აღწერა: ზომები, მახასიათებლები, ფასი, ხარისხი, გარანტია...
- გამოყენებული მასალის,მოწოდებული საქონლის დეტალური აღწერილობა (მათ შორის წარმომავლობა და შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატები)
- სახანძრო ლიფტები უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობის 41-ე დადგენილების ყველა პუნქტს და მომწოდებელმა უნდა აიღოს პასუხსიმგებლობა ამ დადგენილებით ლიფტის ჩაბარების საკითხზე.
- მომწოდებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს ლიფტების გამართულობაზე და ექსპლუატაციაში მიღებაზე.
- აუცილებელია თითოეული ვარიაციის ფოტო-მასალის წარდგენა.
- პროდუქციის მიწოდების, მონტაჟისა და ანგარიშსწორების დროის გეგმა-გრაფიკი.
- ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.
- შეთავაზების წარდგენა შესაძლებელია პრეტენდენტისთვის მოსახერხებელ ფორმატში და ვალუტაში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 5 მაისი, 18:00 სთ;
- სატენდერო წინადადებები მიიღება ქვევით მითითებულ ელ-ფოსტაზე: porchkhidze.nikolozi@gmail.com
ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: +995 557117111
ელ. ფოსტა: porchkhidze.nikolozi@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
დოკუმენტაცია
ჭრილები A,B,C, ბლოკები
ჭრილები A,B,C, ბლოკები
ჭრილები D ბლოკი
ჭრილები D ბლოკი
41 ექსპერტიზა ლისი D
41 ექსპერტიზა ლისი D
41 ექსპერტიზა ლისი ABC
41 ექსპერტიზა ლისი ABC
41 დადგენილება
41 დადგენილება
აპექს დეველოპმენტი ლიფტების ტენდერის საინფორმაციო ფაილი ლისი (ABCD კორპუსები) კორექტირებული
აპექს დეველოპმენტი ლიფტების ტენდერის საინფორმაციო ფაილი ლისი (ABCD კორპუსები) კორექტირებული
ყველას ჩამოტვირთვა