ჩაბარების ვადა:

13 მაისი 2021, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T9377 - English Writing/Editing Support for Development of Project Communication Materials

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება საქართველოში მცხოვრები და რეგისტრირებული კერძო პირისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 13.05.2021 -ის 14:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში: 

  • I - კონვერტში საფასო შემოთავაზება;
  • II- კონვერტში შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. 
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება! 

შემოთავაზება უნდა იქნეს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში.
სხვა ვალუტაში გამოგზავნილი შემოთავაზბები არ მიიღება.
წარმოდგენილი ფასი უნდა შეიცავდეს საშემოსავლო გადასახადს და უნდა ითვალისწინებდეს სავალდებულო საპენსიო შენატანს (სისტემაში მონაწილეობის შემთხვევაში). 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • სახელი, გვარი (ლათინურად);
  • მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება: English Writing/Editing Support for Development of Project
    Communication Materials
  • წარწერა “კონფიდენციალურია”
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე. 

გთხოვთ მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი,
III სართული მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 16.2179.6-007.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83379440


გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ხელმოწერა.

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 19.05.2021 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კონკურსანტთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები