ჩაბარების ვადა:

4 მაისი 2021, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T9401 - ტენდერი მინების და ვიტრაჟების წმენდის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ფუდმარტი“ აცხადებს ტენდერს მინების, ვიტრაჟებისა და აბრების წმენდის მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერის გამოცხადების თარიღი: 23 აპრილი 2021 11:45.
ტენდერის დასრულების თარიღი: 4 მაისი 2021 15:00

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ზოგადი ინფორმაცია:

სს „ფუდმარტი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ყველა რეგიონში და მოიცავს 400 ზე მეტ ფილიალს და სათაო ოფისს.

გაცნობებთ, რომ სს „ფუდმარტი“ აცხადებს ტენდერს მინებისა და ვიტრაჟების წმენდის მომსახურებაზე და იწვევს მომსახურების გაწევით დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

მომსახურება საჭიროა განხორციელდეს მაღაზიათა ქსელის ყველა ფილიალში. ფილიალების ზუსტი მისამართები მოცემულია წინამდებარე დოკუმენტაციის დანართ 1–ში.

მომსახურების გაწევის პირობები:

  • მიმწოდებელი ვალდებულია თავად იქონიოს ფანჯრებისა და ვიტრაჟების წმენდისათვის საჭირო ყველა სახარჯი/საწმენდი ქიმიური საშუალება და მომსახურების ჯეროვნად შესრულებისათვის საჭირო ინვენტარი.

მომსახურების გაწევა განხორციელდება ეტაპობრივად. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს მაღაზიების მინებისა და ვიტრაჟების წმენდა შემდეგი პერიოდულობით:

  • თვეში ერთხელ ფანჯრებისა და ვიტრაჟების შიგნიდან და გარედან წმენდა
  • სამ თვეში ერთხელ აბრის გარედან წმენდა

მომსახურების გაწევის ყოველი ეტაპი გულისხმობს მინებისა და ვიტრაჟების ერთჯერად წმენდას სს „ფუდმარტი“-ს სათაო ოფისსა და ფილიალებში. მომწოდებელმა საჭიროა განახორციელოს მომსახურების გაწევის ეტაპები თანაბარი პერიოდულობით. ამასთან, მომსახურების გაწევის ყოველი ეტაპი საჭიროა დასრულდეს მომსახურების გაწევის დაწყებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ფილიალების რიგითობა საჭიროა იქნას შენარჩუნებული მომსახურების გაწევის შემდგომ ეტაპზე.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების გაწევის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა წინადადებები წარადგინონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. 
  • სატენდერო წინადადების ფასი საჭიროა მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მომსახურების გასაწევად საჭირო საწმენდი სახარჯი საშუალებებისა და ინვენტარის ხარჯებს და ასევე, მიმწოდებლის შესაბამისი პერსონალის ტრანსპორტირების/მივლინების ხარჯებს სს „ფუდმარტი“-ს ფილიალებამდე.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მიმწოდებელმა საჭიროა განახორციელოს მითითება სატენდერო წინადადების ფასში შემავალი გადასახადებისა და მოსაკრებლების (განსაკუთრებით დღგ) შესახებ.
  • სატენდერო კომისია განიხილავს ელ-ფოსტის საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით. 
  • სასურველია მომწოდებელს ჰქონდეს ანალოგიურ მომსახურებაში გამოცდილება (იგულისხმება შენობების დასუფთავება და მინების/ვიტრაჟების წმენდა).

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე, ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციების გათვალისწინებით:

  • კომპანიის დასახელება/საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი
  • კომპანიის ხელმძღვალეობაზე უფლებამოსილი პირის სახელი/გვარი
  • კომპანიასთან საკონტაქტო პირის სახელი/გვარი
  • ტელეფონ(ებ)ი
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და ა.შ.)
  • კომპანიის ჯილდოები/სერტიფიკატ(ებ)ი
  • სარეკომენდაციო წერილები
  • სრულყოფილად შევსებული დანართი #1

შენიშვნა: წლის განმავლობაში დამატებით ფილიალის გახსნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს შესყიდვის ობიექტის მომსახურება დანართ 1–ის საფუძველზე წარდგენილი სატენდერო წინადადების ერთეულის ფასების შესაბამისად.

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 4 მაისი

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში გთზოვთ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე: l.kikuashvili@psgroup.ge ან ნომერზე: 591 50 70 50 ლევან კიკუაშვილი 

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები