ჩაბარების ვადა:

10 მაისი 2021, 18:00

სტატუსი:

უარყოფილი

E
ელ. ტენდერი
T9407 - ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design Build-ის მეთოდით ქ. თბილისში ვაჟა-ფშაველას მე-5 კვ. მე-2 კორპუსის მიმდებარედ საბოილერო შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეთავაზებების წარდგენის განახლებული ვადაა 2021 წლის 10 მაისი, 18:00სთ.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design Build-ის მეთოდით ქ. თბილისში ვაჟა-ფშაველას მე-5 კვ. მე-2 კორპუსის მიმდებარედ საბოილერო შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო ნებართვის მოპოვება შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან;
  • ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა მის მიერ მომზადებულ პროექტზე, საექსპერტო დასკვნა გაცემული უნდა იყოს აკრედიტირებული ორგანოს მიერ, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებელო სამუშაოების წარმოების შემდგომ უზრუნველყოს შენობის ექსპლუატაციაში მიღება და წარმოადგინოს ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული შენობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი;
  • შემსყიდველის მხრიდან საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ;

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ვაჟა ფშაველას მე-5 კვარტალში მდებარე (ს/კ: 01.14.05.007.036) ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საკუთრებაში  არსებული სატუმბო სადგურის შენობაში განთავსებული ტუმბო-აგრეგატების მეშვეობით ხორციელდება მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგება, მაგრამ სატუმბო სადგურის შენობა ავარიულ მდგომარეობშია, რაც გამოწვეულია მომიჯნავე (ს/კ:01.14.05.007.002) მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავტო სადგომებისა და საყრდენი კედლის დაძვრით, რომელიც აწვება ზემოთ აღნიშნულ სატუმბო სადგურის შენობას. დაძრული მასის დაწოლა სატუმბოს შენობის კედელზე იმდენად ძლიერია, რომ შენობის ორივე გრძივი საყრდენი კედელი და სახურავის გადახურვა გადახრილია 20-30 სამტიმეტრით ვერტიკალურ სიბრტყეში. საყურადღებოა სატუმბოს შენობის თავზე მოწყობილი სავაჭრო მარკეტის შენობის (ს/კ: 01.14.05.007.013) მდგომარეობაც, რომლის კედლებზე შეინიშნება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბზარები. წინასწარი შეფასებით სატუმბოს შენობა, წარმოადგენს ზემოთ აღწერილი მიწის მასისა და მასზე განთავსებული ინფრასტრუქტურის ერთად-ერთ საყრდენს. ყოველივე ეს საფუძველს გვაძლევს, რომ სატუმბოს შენობა, რომელიც მოწყობილია ანკრები რკ/ბეტონის კონსტრუქციებით არ არის გათვლილი მსგავსი ტიპის დატვირთვებზე და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს. აქედან გამომდინარე:
  • წინამდებარე დავალება მოიცავს პროექტის შედგენის მომსახურებას, რომლის თანახმადაც მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის (დამკვეთის) მიერ მიწოდებული ტექნიკური დავალების საფუძველზე მოამზადოს სატუმბო სადგურის შენობის დემონტაჟის ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მომიჯნავე ტერიტორიის მდგრადობის მიზნით საყრდენი კედლის გამაგრების და ტუმბო-აგრეგატების დროებით გადახურვის მოწყობის დეტალური პროექტი და მის საფუძველზე განახორციელოს სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოები.

საპროექტო სამუშაოები:

  • მიმწოდებელი ვალდებულია გაეცნოს შემსყიდველის მირ მიწოდებულ დოკუმენტაციას (არსებული სატუმბო სადგურის შენობაზე), მასზე დაყრდნობით და მის მიერ შესრულებული დამატებითი კვლევების საფუძველზე მოამზადოს დეტალური სადემონატაჟო-სამშენებლო პროექტი.
  • დეტალური პროექტის დამუშავება გულისხმობს სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.

გასაწევი მომსახურება ოთხ ეტაპიანია:

  • I  ეტაპი - საძიებო კვლევითი სამუშაობის განხორციელება და პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბება;
  • II ეტაპი - ესკიზური პროექტის მომზადება;
  • III ეტაპი - დეტალური  დოკუმენტაციის შედგენა და პროექტზე დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა;
  • IV ეტაპი-სამშენებლო სამუშაოები და შენობის ექსპლუატაციაში მიღება.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა:

  • შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ჯამში შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5.5 თვეს, მათ შორის:
  • სამუშოების შესრულების ვადაა - 5,5 თვე, რომელიც მოიცავს
  • მ.შ. საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა - 1,5 თვე.
  • პროექტზე შესაბამისი სამშენებელო ნებართვის მიღება - 1 თვე
  • სამშენებლო სამუშაოების წარმოება - 2 თვე.
  • შენობის ექპლუატაციაში მიღებისთვის შესაბამისი ნებართვა -1 თვე

შენიშვნა: ზემოთ განსაზღვრული ვად(ებ)ა არის საორიენტაციო, რომელიც დაზუსტდება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 60 (სამოცი) თვის ვადით.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული(როგორც პროექტირების ასევე სამშენებლო სამუშაოების წარმოების) ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.8 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის და სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 10 მაისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
რეაბილიტაციის ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
გიორგი კვეტენაძე,
მობ: +995 599 54 05 58,
E-mail: gkvetenadze@gwp.ge

საკონტაქტო პირი: მარიამ სილაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1147); 599 72 30 03

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე 
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 595 523 381

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 აპრილი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა