ჩაბარების ვადა:
11 მაისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9429 - ფასთა გამოკითხვა თბომავალი ТГМ-23-ის დიზელის ძრავისა (Д-12 ) და კომპრესორის (ВУ3,5| 10- 1450) შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
Rich Metals Group აცხადებს ფასთა გამოკითხვას თბომავალი ТГМ-23-ის დიზელის ძრავისა (Д-12 ) და კომპრესორის (ВУ3,5| 10- 1450) შესყიდვაზე.
- ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა: ქართული ან რუსული
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება;
- გადახდის პირობები;
- მოწოდების ვადები და პირობები;
- საგარანტიო პირობები (გარანტია მინ. 2000 მოტო საათი); გარანტიის ფარგლებში ფასში უნდა შედიოდეს ადგილზე (კაზრეთში) მოტანა და მისი მონტაჟი/გამართვა;
- შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები/სერთიფიკატი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;
კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2021
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: info@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
Т +995 579 552 051
e-mail: LPirveli@richmetalsgroup.com
ტენდერის კატეგორია:
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
დოკუმენტაცია
ფასთა გამოკითხვა თბომავალი ТГМ-23-ის დიზელის ძრავისა (Д-12 ) და კომპრესო
ფასთა გამოკითხვა თბომავალი ТГМ-23-ის დიზელის ძრავისა (Д-12 ) და კომპრესო
Опрос цен на закупку запчастей теплового двигателя ТГМ-23 с дизельным дв
Опрос цен на закупку запчастей теплового двигателя ТГМ-23 с дизельным дв
ყველას ჩამოტვირთვა