ჩაბარების ვადა:

20 მაისი 2021, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T9438 - მოწვევა შეგირდობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის

ტენდერის აღწერილობა:

ლტოლვილთა დანიის საბჭო სთავაზობს 10 თვიან შეგირდობის პროგრამას პოტენციურ კანდიდატებს სახვადასხვა სახის საწარმოებში. სამუშაოზე ტრენინგი ჩატარდება მასპინძელი საწარმოების შენობაში. პროგრამის მთელი პერიოდის განმავლობაში ლდს ითვალისწინებს შეგირდი ახალგაზრდების სრულ სუბსიდირებას ყოველთვიური სტიპენდიის სახით, მგზავრობის ან შეგირდობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი ხარჯის ასანაზღაურებლად.

განრიგი:

  • გამოცხადება: 2021 წლის 28 აპრილი
  • ინტერესის წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 20 მაისი
  • გასაუბრება პოტენციურ კანდიდატებთან: 2021 წლის მაისი
  • შეგირდობის პროგრამის დაწყების თარიღი: 2021 წლის ივნისი
  • შეგირდობის პროგრამის დასრულების თარიღი: 2022 წლის მარტი

განაცხადის შემოტანის წესი:

მოტივირებულ და დაინტერესებულ დევნილ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი, დიპლომის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პირადობის მოწმობის ასლი ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისში, შემდეგ მისამართზე: 8 მარტის #1, ზუგდიდი; ან გამოაგზავნონ ლტოლვილთა დანიის საბჭოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: GEO-DRC@drc.ngo და თემის ველში მიუთითონ: "კონკურსი შეგირდობის პროგრამაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" არა უგვიანეს 2021 წლის 20 მაისისა.

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ლდს-ს საკონტაქტო პირს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: ekaterine.khubulava@drc.ngo ან ტელეფონით: 591 40 84 39.

შერჩევა:

  • შერჩევა მოხდება პოტენციურ კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე და ჩატარდება მასპინძელი საწარმოების მიერ ლდს-ის პროგრამის გუნდთან ერთად.

გთხოვთ სრული ტექსტი იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.

ტენდერის კატეგორია:

  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები