ჩაბარების ვადა:

14 მაისი 2021, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T9447 - ტენდერი AB2 საცხოვრებელი კორპუსის მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის (MEP) პროექტირების მომსახურების გაწევაზე

ტენდერის აღწერილობა:

Tbilisi Hills Golf & Residences არის უმსხვილესი, დეველოპერული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებსა და პროფესიული გოლფის კლუბს საერთაშორისო დონის მოედნებით. კომპლექსი მდებარეობს კრწანისის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს 331 ჰექტარს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 380 კერძო სახლის, 73 დაწყვილებული სახლის, 20 სამსართულიანი შენობის მშენებლობა, სადაც განთავსებული იქნება 800 მდე აპარტამენტის ტიპის ბინა. ამასთან ერთად, კომპანია ახოციელებს ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას როგორიც არის შიდა სარგებლობის გზები, პარკინგები, ენერგო და წყალმომარაგების ხაზოვანი ნაგებობები, საერთო სარგებლობის სივრცეები და შენობები. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს  Tbilisi Hills Development and Construction LLC მართვისა და ზედამხედველობის ქვეშ. მშენებლობისას გამოყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებას.

Tbilisi Hills Development and Construction LLC აცხადებს ტენდერს AB2 საცხოვრებელი კორპუსის მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის (MEP) პროექტირების მომსახურების გაწევაზე.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: 

  • კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, 
  • ოფიციალური ელექტრონული ფოსტა; 
  • მინიმუმ 2 (ორი) საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, საკონტაქტო ტელეფონის, მათი 
  • ელექტრონული ფოსტისა და თანამდებობის მითითებით; 
  • ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, ამასთან არაღიარებული საბიუჯეტო დავალიანება არ უნდა აღემატებოდეს 
  • ცნობაში დაფიქსირებულ ზედმეტობის თანხას. 
  • ჯამური და ასევე დეტალურად ჩაშლილი ფასი პოზიციების მიხედვით, მოცემული მესამე 
  • ნაწილში. 
  • საპროექტო დოკუმენტაციის მოწოდების გეგმა-გრაფიკი; 
  • განხორციელებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი, დამკვეთის, პროექტის 
  • ღირებულებისა და პერიოდის მითითებით. 
  • ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია (კომპანიის დასახელება; 
  • ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი; მეილი) 
  • სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან 
  • დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. 

პრეტენდენტმა უნდა მოამზადოს Tbilisi Hills Golf & Residences სამშენებლო ელექტრო-მექანიკური, პროექტი, 7000 მ2, 4 სართულიანი საცხოვრებელი შენობისთვის. ადგილობრივი სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკისა და რეგულაციების შესაბამისად, რომელიც მოიცავს პროექტირების შემდეგ ასპექტებს: 

ელექტრო ენერგიის განაწილება:

  • მთავარი გამანაწილებელი დაფა
  • ელ ენერგიის მიწოდება ბინებისთვის
  • ელ ენერგიის მიწოდება და განათება საზოგადოებრივ ადგილებში
  • ელ ენერგიის მიწოდება და განათების პროექტი სარდაფისთვის
  • შენობის გარე განათება
  • ლიფტის ელ მომარაგება
  • დამიწების კონტური
  • მეხამრიდები
  • სხვა შესაბამისი სამუშოები კლიენტის საჭიროებისა ან/და მოთხოვნიდან გამომდინარე.

შენობის წყლის და კანალიზაციის სისტემის პროექტირება ა. შენობის მთავარი ქსელი:

  • მთავარი ქსელის კვეთა ბინებთან
  • წყლის მრიცხველები თითოეული ბინისთვის
  • შენობის წვიმის წყლის და სადრენაჟო ქსელის მოწყობის პროექტი (ფასადზე უხილავი) ა. წყლის შემკრები კოლექტორი სახურავისთვის
  • წყლის შემკრები კოლექტორი აივნებისთვის
  • შენობის შესასვლელის სადრენაჟე სისტემა
  • სადრენაჟე სისტემა სარდაფის შესასვლელისთვის 

გაზსადენის პროექტირება:

  • შენობის გაზმომარაგება
  • გაზის ქსელის დაერთების პროექტი თბილისი ენერჯისთვის გ. გაზის მიწოდება გათბობისთვის
  • გაზის მიწოდება აპარტამენტებისთვის

გათბობა-გაგრილების პროექტი:

  • თითოეული ბინისთვის ინდივიდუალური გათბობის სისტემა
  • თითოეული ბინისთვის ინდივიდუალური გაგრილების სისტემა
  • სუსტი დენების სისტემა. ინტერნეტის ქსელის ჩათვლით
  • სახანძრო სისტემები საზოგადოებრივი ადგილებისთვის 

დამკვეთის მიერ სამუშაოთა შესრულებისათვის გასაზღვრულია მაქსიმალური ვადა, 60 კალენდარული დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან. 

სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ბეჭდვითი სახით (1 ეგზემპლარი) და ელექტრონული სახით (ინფორმაციის მატარებელი მყარი მოწყობილობა). 

სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იქნას წარმოდგენილი დალუქული კონვერტით. 

სატენდერო დოკუმენტაციის ბეჭდვითი ეგზემპლარი უნდა იქნას დამოწმებული კომპანიის დირექტორის ხელისმოწერითა და კომპანიის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენისას განფასებები და გრაფიკებისათვის უნდა იქნას გამოყენებული Excel ან/და Microsoft project ფორმატი, ხოლო ყველა სხვა დოკუმენტაციისათვის PDF ფორმატი. 

წინადადება ძალაში უნდა იყოს წარმოდგენის თარიღიდან 2 თვის განმავლობაში. არგუმენტირებული შენიშვნების შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებამოსილებას მოსთხოვოს საპროექტო სამსახურს კორექტირებების შეტანა პროექტში დამატებითი ხარჯების გარეშე. 

თბილისი ჰილლსი არ ანაზღაურებს ტენდერში მონაწილეობისათვის დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ ხარჯებს. 

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 14 მაისი 16:00 (საქართველოს დროით). 

Tbilisi Hills Development and Construction LLC მზადა არის გამართოს სამუშაო/განმარტებითი შეხვედრები დაინტერესებულ კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრების ორგანიზება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის 13 მაისისა. დამატებითი ინფორმაციისთვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995 598 29 99 91

სრული დატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები