ჩაბარების ვადა:

31 მაისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9449 - ტენდერი სხვადასხვა კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის, მათი პროგრამული და მომსახურების უზრუნველყობის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 31 მაისი.

ტენდერის აღწერილობა:

ააიპი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი მიმდინარე პროექტის „შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გამოცდილებით ტურიზმის განვითარება კულტურისა და მემკვიდრეობის საფუძველზე” (BSB-1145 PROEXTOUR) ფარგლებში, აცხადებს ტენდერს სხვადასხვა კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის, მათი პროგრამული და მომსახურების უზრუნველყობის შესყიდვის მიზნით  და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას. პროგრამული და მომსახურების უზრუნველყოფის ხანგრძლივობაა 2022 წლის 30 დეკემბრამდე.

პროექტის დასახელება: PRO EXTOUR BSB-1145 

წინამდებარე ტენდერი გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის მოწოდებას  და მათ პროგრამულ უზრუნველყოფას. 

ძირითადი მოთხოვნები:
ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას წინამდებარე ტენდერში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის გამოცდილება ბოლო სამი წლის განმავლობაში;
  • განხორციელებული უნდა ჰქონდეს მსგავსი მასშტაბის კონტრაქტი კომპიუტერული ტექნიკის მიწოდებაზე;
  • სატენდერო წინადადების ფასი უნდა იყოს საბოლოო და შეიცავდეს ყველა ხარჯს, დაკავშირებულს საქონლის მიწოდებასთან (ზედნადები ხარჯები, მოქმედი გადასახადები, რომელიც ვრცელდება პრეტენდენტზე და სხვ.).
  • სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში.
  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების  გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის ვადაში; უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, ვინც უფრო ადრე შესძლებს ტექნიკის მოწოდებას;
  • შემოთავაზებული ტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებსა (სპეციფიკაციები) და საგარანტიო პირობებს.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალების სახით.

დოკუმენტები რომლებსაც უნდა შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი სატენდერო წინადადება:

  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ;
  • სატენდერო წინადადების დეტალური განფასება ტექნიკური დავალების შესაბამისად;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ;

ინფორმაციას ანგარიშსწორების შესახებ:

  • ანგარიშსწორება შემსრულებელთან იწარმოებს საქონლის მოწოდების მიხედვით, მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
  • წინასწარი გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს წინასწარ მოთხოვნილი თანხის შესაბამისი ოდენობის საბანკო გარანტია ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებამდე, საქართველოში მოქმედი შემსყიდვლისათვის მისაღები ბანკიდან, ან სადაზღვევო ორგანიზაციიდან. ამასთან, წინასწარ მოთხოვნილი თანხა არ უნდა იყოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%–ზე მეტი.
  • ყველა ის  ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც  დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
  • არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.

წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს ტენდერში მონაწილეობის განაცხადი, ფასთა კვოტირების ფორმა და ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ. თანდართული შემდეგი დანართებით:

  • დანართი # 1 (ტენდერში მონაწილეობის განაცხადი);
  • დანართი #2 (ფასთა კვოტირების ფორმა). გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს გარეშე;
  • დანართი # 3 (ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ).

დანართებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ;
  • ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატედენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას  დალუქული კონვერტით არა უგვიანეს 2021 წლის 31 მაისის 18:00 საათისა, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა # 7. პირველი სართული. 
  • სატენდერო წინადადების მოწოდება შეიძლება ხელოვნების საერთოაშორისო ცენტრის ოფისში ყოველ სამუშაო დღეს 11 საათიდან 18 საათამდე. მისამართი: ქ.თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა # 7. პირველი სართული. 
  • კონვერტზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი); ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: giorgi@gaccgeorgia.org ან natiat@gaccgeorgia.org
ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე

ხელონვების საერთაშორისო ცენტრის მისამართი: ქ.თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა # 7. პირველი სართული.

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები