ჩაბარების ვადა:

14 მაისი 2021, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T9451 - ფასთა გამოკითხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მესამე პირის წინაშე წარმოშობილი პასუხისმგებლობის დაზღვევის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ ფაილი ავტომობილების სია.

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ფასთა გამოკითხვას ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მესამე პირის წინაშე წარმოშობილი პასუხისმგებლობის დაზღვევის შესყიდვაზე.

ინსტრუქცია მონაწილეთათვის:

  • ფასთა გამოკითხვის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა საკონტაქტო პირს უნდა მიაწოდონ წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი და შეთავაზება.
  • ფასთა გამოკითხვის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ფასთა გამოკითხვის დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს. 

ტერმინთა განმატრება:

  • დამზღვევი - სს საქართველოს ბანკი;
  • RFP - წინამდებარე ფასთა გამოკითხივს დოკუმენტი;
  • მზღვეველი - ფასთა გამოკითხვაში გამარჯვებული ორგანიზაცია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება;
  • ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულება  - ფულადი თანხა, რომელიც საჭიროა ადგილობრივ ბაზარზე დაზღვეული ავტოტრანსპორტის ანალოგიური მარკის, მოდელის და სხვა მახასიათებლების მქონე ავტოტრანსპორტის შესაძენად;
  • სადაზღვევო შემთხვევა - მოვლენა, რომლის დადგომის შედეგად წარმოიშობა მზღვეველის ვალდებულება, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
  • სადაზღვევო პოლისი / პოლისი - ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სადაზღვევო ლიმიტი / ლიმიტი - თანხა, რომლის ფარგლებშიც გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება;
  • სადაზღვევო ანაზღაურება - თანხა, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გაიცემა მზღვეველის მიერ მოსარგებლის სახელზე;
  • ფრანშიზა - შესაბამის სადაზღვევო პოლისში მითითებული არანაზღაურებადი მინიმუმი, რომელზეც მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი და რომელიც აკლდება ზარალის ოდენობას;

მონაწილეობის პირობები:

  • ფასთა გამოკითხვის მიზანია გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სადაზღვევო პოლისების შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ამასთან ურთიერთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს. 
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი უფლებას იტოვებს ფასთა გამოკითხვის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს რამოდენიმე მომწოდებელთან და ამ მიზნით პოლისები გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ფასთა გამოკითხვა არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას, ამასთანავე ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ან გადაავადოს ფასთა გამოკითხვა. 

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პოლისების შესყიდვის და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

ფასთა გამოკთვის მოთხოვნები:
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს და ატვირთოს RFP-ით გათვალისწინებული ყველა დანართი:

  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (ექსელის / ვორდის ფორმატში) (დანართი 1);
  • საბანკო რეკვიზიტები (ხელმოწერით დამოწმებული, PDF ფორმატში) (დანართი 2);

პრეტენდეტებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
  • ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ცნობა 01/01/2020 – 31/12/2020 პერიოდზე, შესატყვისი ექსელის ფაილით;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (პრეზენტაციის, Word ან PDF დოკუმენტის სახით);
  • მინიმუმ ორი რეკომენდაცია;
  • შემოთავაზებული დაზღვევის დეტალური პირობები;

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

ფასთა გამოკითხვის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • ნარჩენების წარმოქმნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულა ნარჩენები თავად დაამუშაოს ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცეს შესაბამისი უფლების მქონე პირებს, ნარჩენების მართვის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

დამატებითი ინფორმაცია:
დაზღვევის საგანია:

  • ავტოტრანსპორტო საშუალებისათვის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება (მათ შორის: მესამე პირის, უფლებამოსილი მძღოლის, ნებისმიერი სახის საგნის ან/და ბუნებრივი ან/და სტიქიური მოვლენის/დაუძლეველი ძალის მიერ მიყენებული დაზიანება), ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, დაზღვევის საგნის გატაცება, გატაცების მცდელობა (კერძოდ: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა)
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში სადაზღვევო ლიმიტი განისაზღვრება ყველა მანქანაზე ინდივიდუალურად, საბაზრო ღირებულების მეთოდით. სადაზღვევო ლიმიტს შეიძლება დაემატოს სატრანსპორტო საშუალებაზე დამატებული ჯავშანის ან სხვა გაუმჯობესების საფასურიც.
  • სამოქალაქო პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე (კერძოდ, დაზღვეული ავტოტრანსპორტის უფლებამოსილი მძღოლის მიერ ექსპლუატაციისას მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და/ან ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობის დადგომა).

პასუხისმგებლობის ნაწილში ჯამური წლიური ლიმიტი განისაზღვრება 50 000 დოლარის ოდენობით.

ხელშეკრულების ფარგლებში დადებული თითოეული პოლისის ვადა უნდა იყოს 1 წელი.

სხვა პირობები
ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის დამატებითი პირობები:
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენება ხდება შემდეგი მიზნობრიობით:

  • საზოგადოებრივი, პირადი და გასართობი;
  • ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით;
  • სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე გადასაადგილებლად;
  • სხვა პიროვნების მიერ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირები.
  • მძღოლების დაშვებული ასაკი არის არანაკლებ 21 და არაუმეტეს 75 წლისა.
  • დაზღვეულ მანქანებზე არ უნდა იყოს მძღოლების რაოდენობის შეზღუდვა, დაშვებული უნდა იყოს ყველა ბანკის თანამშრომლი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მანქანის მართვის მოწმობა.
  • დაზღვევა უნდა ფარავდეს ევაკუაციის ხარჯებს ყოველი სადაზღვევო შემთხვევისას.
  • შემთხვევაში თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების წლოვანება არ აღემატება 2 წელიწადს მისი შეკეთება უნდა იფარებოდეს ავტორიზებულ ავტო-ცენტრში. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული ავტო-ცენტრები.
  • იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების წლოვანება არ აღემატება 3 წელს ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილისამებრ შეარჩიოს ექსტერიერის დაზიანება შეკეთებული იქნება თუ შეცვლილი ახალი ნაწილით.
  • დაზღვევის პირობებში სრული დაზიანება განიმარტება როგორც: ავტომანქანის დაზიანება 75% -ით ან მეტით. სატრანსპორტო საშუალება ითვლება განადგურებულად თუ ავტოტრანსპორტის აღდგენითი ღირებულება მისი საბაზრო ღირებულების 75%-ს ან მეტს შეადგენს ან თუ განადგურებულია ავტომანქანის 75% ან მეტი;
  • სრული დაზიანების პირობებში დასაშვებია შემდეგი ანაზღაურების მეთოდი:
  • მზღვეველი დაფარავს ავტოსატრანსპორტო საშუალების სრულ საბაზრო ღირებულებას.
  • მზღვეველი დამზღვევის სასარგებლოდ შეიძენს პოლისში გათვალისწინებულ ავტომანქანას.

მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამატებითი პირობები:

  • მესამე პირის გარდაცვალების ან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში _ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა განისაზღვრება:
  • ხელფასი (შემოსავალი), რომელიც დაზარალებულმა დაკარგა იმ შემთხვევაში თუ ის შრომისუუნარო შეიქმნა;
  • დამატებითი ხარჯები, რომლებიც გამოწვეულია ჯანმრთელობის დაზიანებით, მათ შორის მკურნალობის, დამატებითი კვების, მედიკამენტების, პროტეზირების, ზედამხედველობისა და მოვლის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალების შეძენის, პროფესიული გადამზადების ხარჯები, თუ დადგენილია, რომ დაზარალებულს ესაჭიროება აღნიშნული ტიპის დახმარება და არ აქვს მათი უფასოდ მიღების უფლება;
  • ხელფასის (შემოსავლის) ნაწილი, რომელსაც დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში დაკარგავენ შრომისუუნარო პირები, რომლებიც დაზარალებულის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ ან უფლება ჰქონდათ მიეღოთ მისგან სარჩო (რეგულარული გადახდების სახით);
  • იმ შემთხვევებში თუ მესამე პირს მიადგა ქონებრივი ზარალი, ანაზღაურებული უნდა იყოს:
  • ქონების სრული განადგურების შემთხვევაში – დაკარგული ქონების საბაზრო ან აღდგენითი ღირებულების ოდენობა, ხელყოფილი ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, გაუფასურებისა და დარჩენილი დეტალების, რომელთა გამოყენებაც კიდევ შესაძლებელია, ღირებულების გამოქვითვით;
  • ქონების ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში – დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობამდე მისაყვანად საჭირო შეკეთების ხარჯები.

ფასთა გამოკთხვის დროისთვის სს საქართველოს ბანკის კუთხვნილი ავტოპარკი შეადგენს 80 ავოტმობილს.

აქედან სპეც აღჭურვილობით დატვირთულია 10 ავტომობილი.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 14 მაისი 18:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ სისტემაში გთხოვთ მიუთითოთ სიმბოლოური ღირებულება 1.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
გია გოგიბერიძე
მობ: 593 340 540
ელ. ფოსტა: g.gogiberidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 მაისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა