ჩაბარების ვადა:

24 მაისი 2021, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T9471 - ტენდერი ნაყარი ცემენტის გადაზიდვაზე კასპის და რუსთავის ქარხნებიდან თბილისის მიმართულებით

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ნაყარი ცემენტის გადაზიდვაზე კასპის და რუსთავის ქარხნებიდან თბილისის მიმართულებით. 

გთხოვთ გაეცნოთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 

ტექნიკური მოთხოვნები: 

  • მანქანები აღჭურვილი უნდა იყოს ჯიპიეს მოწყობილობებით და ვიდეო კამერებით ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში;
  • თქვენს საკუთრებაში მყოფი ტექნიკის ტექპასპორტი და ტექდათვალიერების აქტი (ლიზინგის შემთხვევაში სალიზინგო კონტრაქტი).

მოთხოვნები მძღოლის მიმართ:

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სატვირთოს მართვაში;
  • სავალდებულო ინდ დაცვის გამოყენება კომპანიის ტერიტორიაზე: სპეც ფეხსაცმელები, მაღალი გარჩევადობის სპეც ტანსაცმელი, ჩაფხუტი, სპეც სათვალე

მოთხოვნები ა/ტრანსპორტის მიმართ:

  • ტექნიკური დათვალიერების მოქმედი საბუთი;
  • არ უნდა აღენიშნებოდეს სითხეების ჟონვა
  • გამართული საბურავები;
  • გამართული გვერდითი და წინა სარკეები
  • უკანა სვლის ხმოვანი სიგნალი
  • უსაფრთხოების ღვედი
  • უსაფრთხოების ბალიშები
  • ცეცხლმაქრი ა/ტრანსპორტში
  • პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთი ა/ტრანსპორტში
  • გამაფრთხილებელი სამკუთხედი
  • გამართული კაბინაში (ორივე მხარეს) და მისაბმელზე ასასვლელი  კიბეები (ქარხნულად არსებობის შემთხვევაში)
  • გამართული სიგნალი
  • გამართული განათება
  • გამართული მუხრუჭები.

აუცილებელი გამწევი იყოს 2003 წლის ზემოთ. 

მანქანა უნდა ირეცხებოდეს სისტემატიურად, მინიმუმ თვეში 3ჯერ.

მანქანას უნდა გააჩნდეს ონკანები და მბერტყავი ფილტრები 

მისაბმელის „ლუქები“ უნდა იყოს წესრიგში და ყველა იღებოდეს. 

მანქანა უნდა იყოს ვიზუალურად მოწესრიგებულ მდგომარეობაში 

  • გთხოვთ ატვირთოთ მძღოლების შესაბამისი მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • გთხოვთ ატვირთოთ ავტომანქანის ტექნიკური პასპორტები;
  • გთხოვთ ატვირთოთ ცემენტმზიდის მინიმუმ 2 ფოტოსურათი, სადან გამწევი და მისაბმელი მკაფიოდჩანს;
  • აუცილებელია წარმოგვიდგინოთ დოკუმენტაცია ანალოგიური საქმის გამოცდილებაზე; 
  • აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით და შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიის შიდა პროცედურებით გათვალისწინებულ ყველა კანონი, რეგულაცია და პროცედურა ნაყარი ცემენტის გადაზიდვასა და გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში. 

კომერციული ნაწილი:

  • გთხოვთ წარმოადგინოთ 1 ტ. ნაყარი ცემენტის ტრანსპორტირების ტარიფი დღგ-ს გარეშე შემდეგ მარშუტზე რუსთავი - თბილისი დასავლეთი 55კმ.  
  • გთხოვთ წარმოადგინოთ 1 ტ. ნაყარი ცემენტის ტრანსპორტირების ტარიფი დღგ-ს გარეშე შემდეგ მარშუტზე რუსთავი - თბილისი აღმოსავლეთი 37კმ.
  • გთხოვთ წარმოადგინოთ 1 ტ. ნაყარი ცემენტის ტრანსპორტირების ტარიფი დღგ-ს გარეშე შემდეგ მარშუტზე რუსთავი - თბილისი ფეიქრების მიმდებარე ტერიტორია 60კმ.
  • გთხოვთ წარმოადგინოთ 1 ტ. ნაყარი ცემენტის ტრანსპორტირების ტარიფი დღგ-ს გარეშე შემდეგ მარშუტზე რუსთავი - თბილისი ფონიჭალა 26კმ.
  • გთხოვთ წარმოადგინოთ 1 ტ. ნაყარი ცემენტის ტრანსპორტირების ტარიფი დღგ-ს გარეშე შემდეგ მარშუტზე კასპი - თბილისი დასავლეთი 55კმ.
  • გთხოვთ წარმოადგინოთ 1 ტ. ნაყარი ცემენტის ტრანსპორტირების ტარიფი დღგ-ს გარეშე შემდეგ მარშუტზე კასპი - თბილისი აღმოსავლეთი 75 კმ.
  • გთხოვთ წარმოადგინოთ 1 ტ. ნაყარი ცემენტის ტრანსპორტირების ტარიფი დღგ-ს გარეშე შემდეგ მარშუტზე კასპი - თბილისი ფეიქრების მიმდებარე ტერიტორია 60კმ.
  • გთხოვთ წარმოადგინოთ 1 ტ. ნაყარი ცემენტის ტრანსპორტირების ტარიფი დღგ-ს გარეშე შემდეგ მარშუტზე კასპი - თბილისი ფონიჭალა 78კმ

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ვებ საიტზე https://easysupply.bravosolution.com/ სადაც შეძლებთ თქვენი შეთავაზების დაფიქსირებას.

რეგისტრაციის შემდეგ თქვენი კომპანიის მონაცემები გთხოვთ გადაგზავნოთ ამ ელექტრონულ ფოსტაზე: guram.margishvili@heidelbergcement.ge რის შემდეგაც მოხდება თქვენი მოწვევა ტენდერზე. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ტენდერზე კომუნიკაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 

შეთავაზების გაკეთების ბოლო ვადაა 24 მაისი 15:00.

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები

სატენდერო დოკუმენტაცია