ჩაბარების ვადა:
        
    21 მაისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9500 - ტენდერი პლასტიკური ბარათების და ბარათების ჩასადების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 21 მაისი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს პლასტიკური ბარათების და ბარათების ჩასადების შესყიდვაზე.
| საქონლის დასახელება/აღწერა | რაოდენობა | ერთეულის ფასი დღგ-ეს ჩათვლით | მიწოდების ვადები | ჯამური ფასი (დღგ-ს ჩათვლით) | 
| პლასტიკური ბარათი | 50 000 100 00  | 
|||
| პლასტიკური ბარათის ჩასადები | 50 000 100 000  | 
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- ბარათის მასალა – პლასტიკური;
 - ბარათის ზომა – სტანდარტული;
 - ფერი- მწვანე (იხ. მიმაგრებულ ფაილი #1);
 - ბარათის ზედაპირი - პრიალა;
 - დამატებითი დეტალი - ბარკოდი 12 ნიშნა(მოგაწვდით ექსელის ფაილს თითოეული ბარათისთვის);
 - რაოდენობა – 50,000 ცალი; 100,00 ცალი(გთხოვთ ფასები მოგვაწოდეთ ორივე რაოდენობაზე)
 - ბარათის ჩასადების მასალა - ცარცის ქაღალდი;
 - ქაღალდის გრამაჟი - 250;
 - პლასტიკური ბარათის მიმაგრება სილიკონის წვეთით;
 - წითელი პერფორაციის ხაზი მონიშნულია შუაში. (იხ. მიმაგრებული ფაილი);
 
ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
 - მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება(ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ);
 - ბარათის და ბარათის ჩასადების დეტალური ვიზუალი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში
 
დამატებითი ინფორმაცია:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
 - შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შეკვეთის მომენტიდან საქონლის მიწოდების ვადას;
 - შემოთავაზებაში მიუთითეთ გადახდის პირობა;
 - გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში
 - ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 11 მაისიდან 2021 წლის 21 მაისის ჩათვლით;
 
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 11 მაისიდან 2021 წლის 21 მაისის ჩათვლით;
 - დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
 
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
 - საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
 - ტენდერის დასახელება;
 - მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
 - გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
 - სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
 
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ გიქოშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
ელ. ფოსტა: mariam.gikoshvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
 - 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
 - 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
 - 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა