ჩაბარების ვადა:
        
    18 მაისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9514 - ტენდერი სოციალური ვიდეორგოლების მომზადებაზე რაჭაში
- გამომცხადებელი: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 18 მაისი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
ტექნიკური დავალება: სოციალური ვიდეორგოლების მომზადება რაჭაში.
პროექტის ძირითადი მონაცემები:
- პროექტის სახელწოდება: „კორონავისურით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური ეფექტის შემსუბუქება რაჭაში“.
 - მიზნობრივი ტერიტორია: საქართველო, რაჭა-ლეჩხუმის და ზემო სვანეთის რეგიონი, ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები.
 - დაფინანსების წყარო: სლოვაკეთის განვითარების სააგენტო.
 - პროექტის ხანგრძლივობა: 1 ივლისი, 2020 – 28 ივნისი, 2021
 
ძირითადი ინფორმაცია:
- პროექტის ამოცანაა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა და გაძლიერება კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური ეფექტის შემსუბუქების მიზნით.
 
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:
- გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, მხარდაჭერილი იქნა 26 საგრანტო პროექტი ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და მცირე მეწარმეობის მიმართულებით.
 - პროექტის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები ონლაინ მარკეტინგის და გაყიდვების მიმართულებით.
 - დახმარება გაეწია მოწყვლად ფენებს, სულ 156 მოწყვლად ოჯახს გადაეცა ჯამში 3040 ფრთა ქათამი, თითო ოჯახზე 20 ფრთა ქათამი, 2 თვის სამყოფი საკვები, ვეტერინარული პრეპარატები და უფასო კონსულტაცია ფრინველის მოვლა-პატრონობის შესახებ პროექტის მსვლელობის პერიოდში.
 
პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG) სლოვაკურ ორგანიზაცია Sosna-სთან პარტნიორობით.
ტექნიკური დავალების აღწერა:
- დავალების ფარგლებში კონტრაქტორს ევალება პროექტის ჯგუფთან შეთანხმებით წინასწარ შერჩეული თემატიკის 1 წუთიანი ვიდეორგოლების მომზადება (ყველა ეტაპი - გადაღება, მონტაჟი, აუდიო მომსახურება და სხვა შესაბამისი რგოლის შემოქმედებითი სპეციფიკის გათვალისწინებით).
 - სულ დაგეგმილია 8 მოკლევადიანი ვიდეორგოლის სერიის გადაღება - პროექტის წარმატებული ბენეფიციარების ისტორია.
 - საქმიანობის პერიოდი: 24 მაისი, 2021 – 11 ივნისი, 2021
 - პროდუქტის ხარისხი: Full HD
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სოციალური სარეკლამო რგოლების მომზადებაში.
 - მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება.
 
ტენდერში მონაწილეობა:
- აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს.
 
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- კომპანიის სახელწოდება (სახელი/გვარი), მისამართი, ტელეფონი და ელფოსტა.
 - წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტების ვიზუალურ მასალასთან ერთად, ე.წ. პორთფოლიო.
 - ერთი ვიდეოს მომზადების მომსახურების საფასური (დეტალურად წარმოდგენილი) დღგ-ს ჩათვლით, ფიზიკური პირის შემთხვევაში საშემოსავლო და საპენსიო გადასახადის ჩათვლით (gross).
 - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
 
სატენდერო განაცხადის წარდგენა:
- გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ერთ (PDF) ფაილად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ccrg-tender@caritas.cz არაუგვიანეს 2021 წლის 18 მაისისა.
 - გთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ტენდერის დასახელება - Tender/Racha.
 
პროექტის შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 577 44 91 91
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას/ფიზიკურ პირს.
ტენდერის კატეგორია:
- 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები