ჩაბარების ვადა:
        
    31 მაისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9540 - ტენდერი ორგანიზაციის ქონების დაზღვევაზე (თბილისსა და რეგიონებში)
- გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 31 მაისი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის ქონების დაზღვევაზე (თბილისსა და რეგიონებში).
ტენდერის მოთხოვნები:
- სადაზღვევო წინადადება უნდა მოიცავდეს ქონების დაზღვევის სრულ რისკებს;
 - დასაზღვევი ქონების ღირებულება კონფიდენციალურია და გადაეგზავნებათ მხოლოდ დაინტერესებულ კომპანიებს;
 - ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით;
 
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა;
 - გამონაკლისების დეტალური სია - რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
 - სადაზღვევო ანგარიშსწორების პირობები;
 - სადაზღვევო პრემია;
 - ფრანშიზა და სხვა;
 
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
 - ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
 
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
 - საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
 - ტენდერის დასახელება;
 - მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
 - გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
 - სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
 - შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 31 მაისი, 18:00 საათი.
 - დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
 
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
 - 66700000 გადაზღვევის მომსახურებები