ჩაბარების ვადა:
        
    31 მაისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9568 - ტენდერი მონიტორის სამაგრის (კრონშტეინი) შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 31 მაისი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს მონიტორის სამაგრის (კრონშტეინი) შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა:
- სადგამი შედგება მთავარი ღერძისა და 1 დამატებითი, გვერდითა ღერძისგან;
 - მთავარ ღერძზე მაგრდება მონიტორი, ხოლო გვერდითა ღერძზე განთავსებული უნდა იყოს 2 ცალი გადახდის ტერმინალი, სასურველია იყოს უნივერსალური სამაგრები ყველა ტიპის ტერმინალისთვის;
 - მონიტორის და ტერმინალის სამაგრები, ასევე გვერდითა ღერძი უნდა იყოს მოძრავი;
 - ღერძებს უნდა გააჩნდეს საკაბელო არხები;
 - მთავარი ღერძის სიმაღლე: 34 სმ;
 - გვერდითა ღერძის სიგრძე: 26 სმ;
 - მასალა: მეტალი
 - ფერი: შავი
 
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ;
 - ფასის დაფიქსირები 1 წლის ვადით;
 - ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
 - ინფორმაცია პროდუქციის საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ;
 - ინფორმაცია თუ რა წონას უძლებს სამაგრი - მაქსიმალური დატვირთვა;
 - გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
 
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
 - ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
 
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
 - საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
 - ტენდერის დასახელება;
 - მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
 - გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
 - სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
 - შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 31 მაისი, 18:00 საათი.
 - დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
 
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები