21 მაისი 2021, 18:00
სტატუსი:
შეფასება
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T9575 - ტენდერი ქ. თბილისში ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოებზე
            
        
        - გამომცხადებელი: ვიანი
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 19 მაისი 2021 დრო 08:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 21 მაისი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „ევექსის ჰოსპიტლები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში მონაწილეობის მიღებას - ქ თბილისში ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით,
- წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
 - ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „ევექსის ჰოსპიტლები“.
 
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 21 მაისის 18:00 საათისა.
 - შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
 - საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
 - საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
 
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 18 მაისი 2021
 - სატენდერო წინადადებების მიღება 21 მაისი 2021
 - გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 25 მაისი 2021
 - ხელშეკრულების გაფორმება 28 მაისი 2021
 
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 21 მაისი, 18:00 სთ;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge
ობიექტზე ვიზიტის თარიღი და დრო წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის წარმომადგენელთან, რომლის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგია: 
გიორგი ხელოიშვილი
მობ: 598 590 777
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
 - 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
 - 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
 - 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები