ჩაბარების ვადა:

25 მაისი 2021, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T9576 - მოწვევა შეგირდობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ტენდერის აღწერილობა:

ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) იწვევს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18-დან 24 წლამდე იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს, შერჩეულ საწარმოებში შეგირდობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ადგილობრივ ბაზარზე სამუშაო ძალებისა და შრომითი მოთხოვნების არსებული ხარვეზების გათვალისწინებით, ლდს-მ შეიმუშავა შეგირდობის პროგრამის მოდელი პროექტის “ეკონომიკური მონაწილეობა, საცხროვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის” ფარგლებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს სთავაზობს სამუშაო პრაქტიკისა და უნარების განვითარების შესაძლებლობებს.

დევნილი ახალგაზრდები, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ შეგირდობის პროგრამაში, უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18-დან 24 წლამდე დევნილის სტატუსის მქონე დაუსაქმებელ ახალგაზრდებს;
  • ახალგაზრდებს, რომელთაც აქვთ ინტერესი, მიიღონ შესაბამისი გამოცდილება კომპანიასთან იმ სფეროში, სადაც სურთ მიიღონ კვალიფიკაცია
  • ახალგაზრდებს, რომელთაც სჭირდებათ პროფესიული კვალიფიკაცია და გააჩნიათ აშკარა ინტერესი მეწარმეობის სფეროში
  • ახალგაზრდებს, ადგილობრივ ბაზარზე მათი პროფესიული განვითარების ხედვით
  • ახალგაზრდებს, რომელთაც გააჩნიათ ეფექტური კომუნიკაციისა და სწავლის უნარი
  • ახალგაზრდებს, რომელთაც გააჩნიათ ტრენერის / ტუტორის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობის უნარი

გამოცხადება: 2021 წლის 18 მაისი
ინტერესის წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 25 მაისი
გასაუბრება პოტენციურ კანდიდატებთან: 2021 წლის მაისი
შეგირდობის პროგრამის დაწყების თარიღი: 2021 წლის ივნისი
შეგირდობის პროგრამის დასრულების თარიღი: 2022 წლის მარტი

ტენდერის კატეგორია:

  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები