ჩაბარების ვადა:

22 დეკემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T961 - ტენდერი ელექტრო განათების ბოძების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ჰუმანითი ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ელექტრო განათების ბოძების შესყიდვაზე.

ტექნიკური მოთხოვნები: 

  • ბოძის სიმაღლე - 7 მეტრი;
  • რკინის მილის სისქე - 4 მილიმეტრი;
  • ფერი - ვერცხლისფერი;
  • პროჟექტორი - 400 ვტ;
  • სადენი - СИП 4X16 (სადენის სიგრძე) 1200 გ/მ დამიწების მოწყობით.
  • რაოდენობა - 20 ცალი

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ინფორმაცია რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • ცნობა სასამართლოდან გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია ბოლო 3 წლის განმავლობაში, რეკომენდაციები);
  • ხარჯთაღრიცხვა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაციის შესაბამისად;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);
  • დანართში მითითებული სხვა სპეციფიკური დოკუმენტაცია.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო დოკუმენტაციის გატანისათვის შეუძლიათ მოგვმართონ სამუშაო დღეებში 09:00-საათიდან 18:00 საათამდე ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

მისამართი: ზ. ფალიაშვილის ქ. 83, თბილისი 0162, საქართველო
საკონტაქტო პირი: ნათია კელეპტრიშვილი
მობ: 599 83 83 83
ელ. ფოსტა: tenders@humanity-georgia.com

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან ინგლისურ ენებზე დალუქული კონვერტით.

წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 22 დეკემბრის 18:00 საათი.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ