ჩაბარების ვადა:
        
    2 ივნისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9615 - ტენდერი სარეკლამო აბრის დამზადება/მონტაჟი, მანათობელი ყუთის (Lightbox) დამზადება/მონტაჟზე
- გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 2 ივნისი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სარეკლამო აბრის დამზადება/მონტაჟი, მანათობელი ყუთის (Lightbox) დამზადება/მონტაჟზე.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდები პრინციპით:
 - დამატებით ექსელის ცხრილში (დანართი N1) მოცემულია სარეკლამო აბრის/მანათობელი ყუთის მასალები, სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება, ფასები უნდა შეიცავდეს მონტაჟის ღირებულებას, საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ობიექტისთვის და ტრანსპორტირების ხარჯს თბილისსა და მის შემოგარენში;
 - ასევე, თანდართულია ფაილი (დანართი N2), სადაც მითითებულია სარეკლამო აბრის/მანათობელი ყუთის სპეციფიკაციები;
 - სურათებზე (დანართი N2) მითითებული არის სტანდარტული ზომები (აბრის ესკიზის მიხედვით, შეიძლება დაკორექტირდეს ზომები )
 - აბრები დასაზადებელია საქართველოს მასშტაბით, წლის განმავლობაში დაახლოებით 70 ახალი ობიექტისთვის.
 - სარეკლამო აბრებს შეიძლება ადგილმდეობარეობის მიხედვით ადგილზე მოუწიოს კორექტირება.
 - წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
 - გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარში;
 
დამატებითი მოთხოვნები:
- მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მასალის ნიმუშები ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში, გამარჯვების შემთხვევაში საცდელად უნდა დაამზადონ შესაბამისი აბრის ნიმუში.
 - სარეკლამო აბრის/მანათობელი ყუთის საგარანტიო ვადა უნდა განისაზღვროს 2 წლის ვადით
 
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
 - ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 21 მაისიდან 2021 წლის 2 ივნისის ჩათვლით;
 
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
 
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- კომპანიის დასახელება;
 - საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
 - ტენდერის დასახელება;
 - მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
 - გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
 - სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
 
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
 - 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები