ჩაბარების ვადა:

22 დეკემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T962 - ტენდერი კონდენციონერული სისტემის შესყიდვა/მომსახურებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სატენდერო წინადადების ჩაბარების განახლებული ვადაა 2015 წლის 22 დეკემბერი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს კონდენციონერული სისტემის შესყიდვასა და მომსახურებაზე (თბილისსა და რეგიონებში).

საქონლის და მომსახურების დასახელება იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
  • მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება (მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში).
  • საგარანტიო მომსახურება (1 წელი).

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 15 დეკმბრიდან - 2015 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 თვის პერიოდით.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.  
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2-ის და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ მე-10 პუნქტში წარმოადგინოთ თვიური ჯამური ფიქსირებული ფასი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი მომსახურებები: (კონდიციონერის სრული გაწმენდა, ფრეონის დამატება, პლატის შეკეთება, ჩილერის გაწმენდა, სისტემის გადართვა, სისტემის დაპრესვა, ამწე კრანით მომსახურება, სამივლინებო ფასი და ა.შ.);
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ;  
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში “შეკითხვები შემსყიდველს”.
  • განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 22 დეკემბერი, 18:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=484&lang=geo