ჩაბარების ვადა:

25 დეკემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T967 - ტენდერი ოფისების დამქსელავი კომპანიის გამოსავლენად

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო 18 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. წარმოადგენს რა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილს, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.

სს ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის საბანკო სექტორის ახალი წევრია და მას მიკროდაფინანსების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. ფინკა ბანკი საქართველო დღეისათვის 41 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 80 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს ოფისების დამქსელავი კომპანიის გამოსავლენად, რომელიც მომავალში ფინკა ბანკის მოთხოვნის შესაბამისად მოახდენს ახალი ოფისების დაქსელვას ან არსებულ ოფისებში ქსელის წერტილების დამატებას.

ტენდერში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მიერ შემუშავებული დოკუმენტები (დანართი #1 და დანართი #2) შევსებული და დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით.
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სარეკომენდაციო წერილი პარტნიორი კომპანიებისგან;
  • გამოცდილება, კვალიფიკაცია ( წერილობითი ფორმით);
  • შესაბამისი ორგანოების ცნობა, რომელიც ამტკიცებს კომპანიის ანგარიშებზე და ქონებაზე ყადაღის არარსებობას;
  • საგარანტიო და ანგარიშსწორების პირობები;

P.S შეთანხმებული ფასები დაფიქსირდება ხელშეკრულებაში და ცვლილებას არ დაექვემდებარება შემდგომი 1 წლის განმავლობაში.

განსაკუთრებული პირობები

  • ხელშეკრულება გაფორმდება იმ კომპანიებთან, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნას.
  • ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით. ხელშეკრულება გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ექნებათ.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. პრეტენდენტის მიერ მითითებულ ვადაში დამატებითი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში იგი ჩაითვლება დისკვალიფიცირებულად.
  • სს „ფინკა ბანკი საქართველო“ არ არის ვალდებული პრეტენდენტს განუმარტოს თავისი გადაწყვეტილების საფუძველი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ გამოაგზავნოთ წარსადგენი დოკუმენტაცია დალუქული კონვერტით (კონვერტზე უნდა იყოს წარწერა - კონფედენციალურია) ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 71, ბლოკი 1, მე 3 სართული - სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ სათავო ოფისი.

ტენდერში მონაწილეობისათვის მზაობის შესახებ ან/და ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: suznadze@finca.ge; nmakhatadze@finca.eg;

სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 25 დეკემბერი, 18:00 საათი.

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ