ჩაბარების ვადა:

11 ივნისი 2021, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T9671 - მოწვევა შეგიშეგირდობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის

ტენდერის აღწერილობა:

ლტოლვილთა დანიის საბჭო,(ლდს) დაარსდა 1956 წელს დანიაში, არის დანიის უმსხვილესი და მსოფლიოში წამყვანი არაკომერციული, დამოუკიდებელი, უფლებებზე დაფუძნებული ლტოლვილთა ორგანიზაცია.

რომლის მიზანია დახმარება გავუწიოს ლტოლვილებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ მასპინძელ თემებს იმისათვის, რომ იცხოვრონ ღირსეულად. ლტოლვილთა დანიის საბჭოს იცავს ადამიანის უფლებებსა და მათ სიცოცხლეს და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას  აძლევს  შესაძლებლობას თავშესაფრისა და საკვების უზრუნველყოფით, ასევე დასაქმების, განათლებისა და ინტეგრაციის გზით მიაღწიონ მდგრად მომავალს.

ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) იწვევს მცხეთის, დმანისის, გორის, წალკის, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტებში და ქალაქ თბილისში მცხოვრებ 18-დან 24 წლამდე იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს, შერჩეულ საწარმოებში შეგირდობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

განაცხადის შემოტანის წესი:

მოტივირებულ და დაინტერესებულ დევნილ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი, დიპლომის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პირადობის მოწმობის ასლი ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისში, შემდეგ მისამრათზე: ჭავჭავაძის 37 დ თბილისი; ან გამოაგზავნონ ლტოლვილთა დანიის საბჭოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: geo-drc@drc.ngo და თემის ველში მიუთითონ: „კონკურსი შეგირდობის პროგრამაზე და ლოკაცია“ და სასურველი პოზიცია არა უგვიანეს 2021 წლის 11 ივნისისა. 

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ლდს-ს  საკონტაქტო პირს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: ekaterine.tchotchua@drc.ngo ან ტელეფონით: 595 46 57 68.

შერჩევა:

  • შერჩევა მოხდება პოტენციურ კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე და ჩატარდება მასპინძელი საწარმოების მიერ ლდს-ის პროგრამის გუნდთან ერთად. 

განრიგი:

  • გამოცხადება: 2021 წლის 27 მაისი
  • ინტერესის წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 11 ივნისი 
  • გასაუბრება პოტენციურ კანდიდატებთან: 2021 წლის ივნისი
  • შეგირდობის პროგრამის დაწყების თარიღი: 2021 წლის 1 ივლისი
  • შეგირდობის პროგრამის დასრულების თარიღი: 2022 წლის აპრილი

ტენდერის კატეგორია:

  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები