ჩაბარების ვადა:
        
    10 ივნისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9721 - ტენდერი OSB პანელების დამზადება/მონტაჟზე
- გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 10 ივნისი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს OSB პანელების დამზადება/მონტაჟზე
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- აუცილებელია ფასების მოწოდება შემდები პრინციპით:
 - დამატებით ექსელის ცხრილში მოცემულია პროდუქციის ჩამონათვალი აღწერილობით, სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება (იხ. თანდართული ფაილი N1);
 - მითითებული ფასები უნდა მოიცავდეს მონტაჟის ღირებულებას ყველა პროდუქტზე საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ობიექტისთვის, ტრანსპორტირების ხარჯს თბილისსა და მის შემოგარენში;
 - თანდართულია ფაილი N2, სადაც მოცემულია ჩამოთვლილი პროდუქციის ვიზუალიზაცია, (პროექტი განხორციელებულია ქ.თბილისში, ფანჯიკიძის #8-ში მდებარე ფილიალში, სადაც შეგიძლიათ იხილოთ რეალური სურათი);
 - ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო ფაილები: https://we.tl/t-BWtwYA623U
 - ფაილი N1-ში მოცემული ყველა პროდუქცია წარმოადგენს ერთი მაღაზიის პროექტს;
 - პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს წლის განმავლობაში დაახლოებით 70 ახალ ობიექტში;
 - წარდმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს);
 - გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში;
 
ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
 - მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
 - ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
 - გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
 - ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 31 მაისიდან 2021 წლის 10 ივნისის ჩათვლით;
 
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
 
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
 - საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
 - ტენდერის დასახელება;
 - მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
 - გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
 - სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
 
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
 - 44200000 სტრუქტურული მასალები