ჩაბარების ვადა:

15 ივნისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9729 - ტენდერი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში (სოფ. მირზაანი) ეთნოგრაფიული უბნის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

ააიპ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით აცხადებს ტენდერს:

  • წინამდებარე ტენდერი გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში (სოფ. მირზაანი) ეთნოგრაფიული უბნის მოწყობას.

ტენდერის გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 1 ივნისი
გაუკრველი საკითხების განმარტების ვადა: არაუგვიანეს 2021 წლის 10 ივნისი
ტენდერის დასრულების თარიღი: 2021 წლის 15 ივნისი
ხელშეკრულების გაფორმების სავარაუდო თარიღი: 2021 წლის 1 ივლისი
მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღი: 2021 წლის 5 ივლისი
პროექტის დასრულების თარიღი: 2021 წლის 5 ნოემბერი

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი სატენდერო დოკუმენტები:

  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (სრული რეკვიზიტების და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით);
  • სატენდერო წინადადების დეტალური განფასება ტექნიკური დავალების შესაბამისად; შესასრულებელი სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადებისა და თანმდევი ხარჯების ჩათვლით (დღგ-ს გარეშე). ხარჯთაღრიცხვის ფორმა მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართის სახით (იხ.დანართი #2); თითოეული ერთეული უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო მასალისა და აღჭურვილობის, აქსესუარებისა და კომპონენტების შესყიდვის ღირებულებას, რომლებიც საჭიროა მშენებლობის და მოპირკეთების სამუშაოებისთვის, ტრანსპორტირებისთვის, კომუნალური ხარჯები მშენებლობის დროს, საბაჟო მოსაკრებლები და შრომითი და სამონტაჟო სამუშაოები საქართველოს სამშენებლო ნორმების და სტანდარტების შესაბამისად.
    - ხელშეკრულება ეფუძნება ჯამური ღირებულების პრინციპს (lump-sum), რაც გულისხმობს, რომ პრეტენდენტი პასუხისმგებელია გადაამოწმოს  ხარჯთაღრიცხვის პუნქტები, მოცულობები და სპეციფიკაციები  პროექტთან შესაბამისობაში. პრეტენდენტმა არ უნდა შეცვალოს ხარჯთაღრიხვაში მოცემული მოცულობები, არამედ შესაბამისი ცვილილება/ვარიაცია აღნიშნოს დამატებით ცხრილში.  
  • შესასრულებელი სამუშაოს კალენდარული გეგმა-გრაფიკი, რომელშიც სრულად უნდა იყოს ასახული კონკრეტული სამუშაოების მიმდინარეობა და ერთმანეთისადმი თანხვედრა, განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმილი ვადები და ეტაპები (შესაძლებელია დაზუსტდეს ხელშეკრულების გაფორმების პროცესში).
  • პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენის ფორმა და ადგილი:

  • სატედენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას  დალუქული კონვერტით არა უგვიანეს 2021 წლის 15 ივნისის 18:00 საათისა, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა # 7. პირველი სართული. 
  • სატენდერო წინადადების მოწოდება შეიძლება ხელოვნების საერთოაშორისო ცენტრის ოფისში ყოველ სამუშაო დღეს 11 საათიდან 18 საათამდე. მისამართი: ქ.თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა # 7 პირველი სართული. 
  • კონვერტზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი); ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა).

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: giorgi@gaccgeorgia.org; natiat@gaccgeorgia.org; ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები