15 ივნისი 2021, 23:00
სტატუსი:
დასრულებულიT9730 - სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-საშუალებების-ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და დანადგარების ფასთა კ(ვ)ოტირება
ტენდერის აღწერილობა
ლდს იწვევს დაინტერესებულ, რეგისტრირებულ კომპანიებს, სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-საშუალებების-ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და დანადგარების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე.
შესასყიდ ნივთებზე დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში Annex A1 and A2:
- შემოთავაზების ნომერი: PR_00152898
- გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 1 ივნისი
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 15 ივნისი
- დახურვის დრო: 24:00
მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:
- ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
- დანართი A1- A2 მოთხოვნილი დანადგარების დეტალური სპეციფიკაცია, ფასი დღგ-ს ჩათვლით ევროში- ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
- მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი.
- მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი.
- ხელშეკრულების ზოგადი პირობები - გაეცანით.
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 15.06.2021; 24:00 და თემის ველში მიუთითოთ შემოთავაზების ნომერი PR_00152898 და კომპანიის დასახელება.
კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: koba.gigiadze@drc.ngo არა უგვიანეს 11.06.2021
შეფასების კრიტერიუმი:
- შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე.
- უპირატესობა მიენიჭება შემოთავაზებას, სადაც მოცემულია საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასად
ანგარიშსწორება:
ანგარიშსწორება მოხდება ლარში, მოთხოვნილი ნივთების მოწოდებისა და ორივე მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში გადახდის დღეს დადგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით.
ტენდერის კატეგორია:
- 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
- 43600000 სამთო მრეწველობის, კარიერული დამუშავებისა და სამშენებლო მანქანების ნაწილები
- 43800000 საამქროს დანადგარები
- 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები