ჩაბარების ვადა:

30 დეკემბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T974 - ტენდერი ტაქსით მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ტაქსით მომსახურებაზე

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • რეკომენდაციები; რეკომენდატორი ორგანიზაციის საკონტაქტო პირის მონაცემები;

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 30 დეკემბერი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი ტაქსით მომსახურებაზე).

  • წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან.
  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლოტების მიხედვით (ოთხი ლოტი);
  • მოთხოვნები ლოტების მიხედვით იხილეთ ფასების ცხრილში;
  • მსურველებს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ ერთ ლოტშიც;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ანგარიში გახსნას ლიბერთი ბანკში;
  • ავტომობილები უნდა იყოს გამართულ და სუფთა მდგომარეობაში;
  • უზრუნველყოს ქოლ-ცენტრის ოპერატიული და გამართული მუშაობა;

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

თამუნა მუჯირი
ტელ: 577 04 05 05
ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge

გიორგი ნონიკაშვილი
ტელ: 599 88 08 99
ელ-ფოსტა: giorgi.nonikashvili@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ