7 ივნისი 2021, 13:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T9749 - ტენდერი ელექტროობის მასალების შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “AWARD” აცხადებს ტენდერს ტენდერს ქვემოთ აღნიშნული საქონლის შესყიდვაზე, შპს “AWARD” -ის პროექტების განხორციელების ფარგლებში.
ნომერი |
საქონლის აღწერილობა | საზომი ერთეული | საერთო რ-ბა |
ერთეულის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით ლარში
|
საერთო ჯამური ღირებულება დღგ-ს ჩათვლით ლარში |
1 |
ორკედლიანი გოფრირებული მილი D=63 მმ |
მ | 350 | ||
2 |
ორკედლიანი გოფრირებული მილი D=50 მმ |
მ | 1200 | ||
3 |
მრავალძარღვა სპილენძის კაბელი NYM-J 5X6mm2 |
მ | 1700 | ||
4 |
სპილენძის სამწვერა კაბელი (3X1.5) |
მ | 1000 | ||
5 |
LED სანათი 50 W 4500 k IP 65 (ესკიზის შესაბამისი) |
ც | 210 | ||
6 |
16 ამპერიანი ჩამრთველი 1 ღილაკიანი |
ც | 110 | ||
7 |
სადენის საკონტაქტო ელემენტი (კლემნილი) |
ც | 330 |
მყიდველი უფლებას იტოვებს მოითხოვოს ზემოთ აღნიშნული ელ. მასალების ნიმუშის მიწოდება.
მნიშვნელოვანი შენიშვნა: ტვირთის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი.
საქონლის მიწოდების პირობები:
- საქონლის მიწოდება შეიძლება განხორციელდეს ეტაპობრივად. გამყიდველმა უნდა უზრუნველყოს სახელშეკრულებო მასალების ტრანსპორტირება მყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე ქ. თბილისში
- საქონლის გადმოტვირთვა მყიდველის საწყობში უზრუნველყოფილი იქნება მყიდველის მიერ.
- ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 31.07.21
- წინადადების პირობები და ფასები ძალაში უნდა დარჩეს: წინადადების შემოტანიდან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში
ანგარიშსწორების პირობები:
- კონკრეტული ეტაპობრივი მოთხოვნის ღირებულების ავანსი 10 %
- დარჩენილი ღირებულების, 90 % პროცენტის გადახდა მოხდება მყიდველის მიერ საქონლის ჩაბარების და ზედნადების ატვირთვიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, საბანკო გადარიცხვით, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა-მიღების შემდგომ.
დამატებითი პირობები და გასათვალისწინებელი ინფორმაცია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად:
პასუხისმგებლობა:
- ტენდერში მონაწილეობა გულისხმობს გამყიდველის პასუხისმგებლობას ხარისხზე, რაოდენობაზე, მოწოდების ვადების დაცვაზე და აგრეთვე სხვა წინაპირობაზე, რომელიც მითითებულია სატენდერო წერილში.
შეთავაზების ვადა:
- ყველა ფასი მითითებული უნდა იყოს მხოლოდ ქართულ ლარში და ძალაში რჩებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში.
სპეციფიკაციები:
- დასაშვებია ექვივალენტური ხარისხის შემოთავაზება.
შეკვეთის მიღება:
- შპს,,AWARD” უფლებას იტოვებს მიიღოს სრული შეკვეთა ან თქვენი წინადადების ნაწილი.
გამარჯვებულის გამოვლენა:
- შპს ,,AWARD” არ არის ვალდებული მისცეს ახსნა-განმარტება კომპანიებს საბოლოო არჩევანის გაკეთების ან ტენდერის შესაძლო გაუქმების შესახებ. გამაჯვებული გამოვლინდება არა მხოლოდ დაბალი ფასების მიხედვით.
შეფასების კრიტერიუმები:
- სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი: – ხარისხი; – ღირებულება; – საქონლის მიწოდების ვადა; – ანგარიშსწორების პირობა; – ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება; – წარმოების ქვეყანა;
არასრულყოფილი წინადადება:
- არასრულყოფილი წინადადება ან ისეთი წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს შპს AWARD-ის პირობებს, არ განიხილება შესყიდვის კომისიის მიერ.
საჯარიმო სანქციები:
- ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება საჯარიმო სანქციების გატარება. კერძოდ, ნებისმიერი დაგვიანებული მიწოდება გამოიწვევს საერთო ღირებულების 0.2%-ით შემცირებას ყოველ დაგვიანებულ 1 დღეზე.
სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- საქონლის წარმოშობის, ხარისხისა და შესაბამისობის სერთიფიკატები.
- შევსებული და დამოწმებული სატენდერო მოწვევა
- პრეტენდენტი კომპანიის საქმიანობის მოკლე რეზიუმე
გთხოვთ შევსებული, ბეჭდით დამოწმებული და ხელმოწერილი სატენდერო წინადადება გადაიყვანოთ PDF ფაილში ან დაასკანეროტ და ატვირთოთ სხვა მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად შესყიდვების ელექტრონული სისტემის – www.tenders.ge საიტზე (მათი განსაზღვრული ინსტრუქციის მიხედვით) სატენდერო წინადადების დახურვის თარიღამდე (07/06/2021 წ. (13:00 სთ)
ტენდერში მონაწილე ყველა კომპანიას გაეგზავნება შეტყობინება შერჩევის შედეგების შესახებ.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 7 ივნისი, 13:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ გთხოვთ სისტემაში შეავსოთ ფასების ცხრილი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ეკა მეფარიძე
მობ: 593 67 78 49
ელ. ფოსტა: import@award.ge
# | დასახელება | ანალოგი | განზომ. ერთეული | რაოდენობა |
---|---|---|---|---|
{{ price.name }} |
|
|||
მონაწილე ვალდებულია შეთავაზება გააკეთოს ყველა პოზიციაზე
მონაწილეს შეუძლია შეთავაზება გააკეთოს სასურველ პოზიციებზე
|
ტენდერის კატეგორია:
- 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
- 31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი
- 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები