ჩაბარების ვადა:

14 ივნისი 2021, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T9807 - ფასთა გამოკითხვა ქ. ჭიათურაში არსებული სამთოსამაშველო ოცეულისთვის ჟანგბადის დასაჭირხნი კომპრესორის შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ,,სამთომაშველი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ქ. ჭიათურაში არსებული სამთოსამაშველო ოცეულისთვის ჟანგბადის დასაჭირხნი კომპრესორის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის დასახელება:

  • ქ. ჭიათურაში არსებული სამაშველო ოცეულისთვის 1 ერთეული ჟანგბადის დასაჭირხნი კომპრესორი;
  • საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/ სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დავალების შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი);
  • ფასთა გამოკითხვის შედეგად  გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებას იტოვებს, მოსთხოვოს მომწოდებელს ნიმუშების წარმოდგენა.

ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა:

  • პრეტენდენტმა ფასთა გამოკითხვის შედეგად უნდა წარმოადგინოს წინადადება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი სპეციფიკაციების გათვალისწინებით ღირებულების, ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის და საქონლის მოწოდებისათვის საჭირო ვადის (ეტაპობრივი მოწოდების პირობებიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. 
  • ფასთა გამოკითვისას პრიორიტეტი მიენიჭება როგორც შესასყიდი საქონლის ჯამური ღირებულებას, ასევე, მიწოდების ვადებს და ინსტალაციისა და ტესტირების სერვისების უზრუნველყოფას.
  • მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
  • პრეტენდენტმა შერჩევა-შეფასების ეტაპზე უნდა წარმოადგინოს ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისად შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის სერთიფიკატ(ებ)ი/დოკუმენტ(ებ)ი და ტექნიკური პასპორტი (საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას, გონივრულ ვადაში მოსთხოვოს მომწოდებელს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაცია).
  • შემსყიდველი კომპანია უფლებამოსილია, გამარჯვებულად გამოვლენილ მომწოდებელს ხელშეკრულების გაფორმებამდე მოსთხოვოს ბოლო 3 წლის მანძილზე ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ხელშეკრულებები, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები თან/და მიწოდების დამადასტურებელი სხვა რაიმე სახის დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა ჯამური ღირებულება თითო წლის მანძილზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 ლარს.

გაწეული მომსახურების მიღება/დადასტურება:

  • მიმწოდებელი აწვდის შემსყიდველს საქონელს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ადგილსა და ვადაში. მოწოდებული საქონლის ინსტალაცია და ტესტირება უნდა განხორციელდეს საქონლის დანიშნულების ადგილზე მიწოდებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში. მოწოდებული საქონლის შემოწმება განხორციელდება მომწოდებლის მიერ და გაიცემა შესაბამისი შემოწმების ანგარიში და გარანტია. 
  • ამავდროულად, გამარჯვებული მომწოდებელი ვალდებულია,  ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებისა და მოთხოვნების შესახებ (ნახაზის სახით): შენახვის ადგილის/ტერიტორიის, მდგრადი ელექტროენერგიის, დამიწების, სამუშაო/შესანახი ტემპერატურისა და ტენიანობის ჩათვლით (ასეთია საჭიროების შემთხვევაში).
  • შემსყიდველი ამოწმებს მოწოდებულ საქონელს. თუ შემსყიდველმა საქონელი შეაფასა წუნით, ხელშეკრულების პირობები შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ.
  • მოწოდებული საქონლის ღირებულება უნდა იყოს წარმოდგენილი დღგ-ს ჩათვლით და უნდა მოიცავდეს  ყველა სახის მოსაკრებელს, მათ შორის ტრანსპორტირების, ტესტირებისა და საჭიროების შემთხვევაში ტრენინგის ღირებულებას. არარეზიდენტი მომწოდებლის შემთხვევაში ღირებულება უნდა მოიცავდეს ყველა ზემოხსენებულ გადასახადს, გარდა დღგ-სა.
  • შემსყიდველის მიერ საქონლის მიწოდების დადასტურება ხდება შემოწმების ანგარიშითა და მიღება-ჩაბარების აქტით.

ანგარიშსწორების განხორციელების პირობები:

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, არარეზიდენტი მომწოდებლის შემთხვევაში - უცხოურ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
  • ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს რამდენიმე ეტაპად, I ეტაპი - ნაწილობრივი წინასწარი ანგარიშსწორებით (ავანსი - საბაკო გარანტიის ან ქეშ-ქოვერის საშუალებით შეთანხმების შედეგად), ხოლო საბოლოო ეტაპი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადახდო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. საავანსო ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს ავანსის ღირებულების იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას). მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
  • უპირობო, გამოუთხოვადი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
  • არარეზიდენტი მომწოდებლის შემთხვევაში იხილეთ საბანკო დაწესებულებების ჩამონათვალი თანდართულ ფაილში. 
  • შემსყიდველი ორგანიზაცია  უფლებამოსილია, წინამდებარე ფასთა გამოკითხვის შედეგად შერჩეულ მონაწილესთან, მისი თანხმობის შემთხვევაში, გააფორმოს ხელშეკრულება უფრო დაბალი ფასით, ვიდრე წარმოდგენილი ჰქონდა ფასთა გამოკითხვის დროს.
  • პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შავ სიაში  და მის ქონებაზე, ან/და საბანკო ანგარიშებზე არ უნდა იყოს რეგისტრირებული სამართლებრივი შეზღუდვა.
  • იმ შემთხვევაში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი, ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი, ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
  • პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია/მონაცემები:

  • მისაწოდებელი საქონლის ფასების ცხრილი დანართი N1-ის მიხედვით, ტექნიკური მონაცემების, მწარმოებლის, წარმოშობის ქვეყნის, მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საგარანტიო ვადის მითითებით. 
  • შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საქონლის მიწოდების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს (პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადების შესახებ).
  • შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი და უნაკლო.
  • საგარანტიო პერიოდში შესყიდვის ობიექტის მიერ გამოვლენილი წუნის/ხარვეზის/დეფექტის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის დავალებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში შეაკეთოს წუნდებული/ხარვეზის ან დეფექტის მქონე საქონელი, ხოლო შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში, წუნდებული/ხარვეზის,ან დეფექტის მქონე საქონელი შეცვალოს ახლით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
  • წუნის/ხარვეზის/დეფექტის მქონე საქონლის შეკეთების, ან შეცვლის შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ღირებულების ანაზღაურება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

ფასთა გამოკითხვის შედეგად შერჩეულ პირს, ხელშეკრულების გაფორმებამდე შესაძლებელია მოეთხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება, რაზეც ეცნობებათ დამატებით და განესაზღვრებათ შესაბამისი ვადა. 

პრეტენდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები; 
  • კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები;
  • არარეზიდენტი პირის შემთხვევაში - ზემოხსენებულის შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. 

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ, ან ინგლისურ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: კოსტავას ქ. N70. 0171, თბილისი, საქართველო. კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 14 ივნისის 16:00 სთ-მდე.

საკონტაქტო პირი: თამარ ჯაფიაშვილი
მობ: +995 5 95 03 45 66
ელ. ფოსტა: t.japhiashvili@amadco.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის