ჩაბარების ვადა:

25 ივნისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9812 - ტენდერი ავტომობილების ზეთების და ფილტრების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში  მონაწილეობის  მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ავტომობილების ზეთები და ფილტრები ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან.

გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც წარმოდგენილი ფასები  უნდა იყოს მითითებული ლარში  დღგ-ს ჩათვლით. 

შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ  მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2021 წლის 25 ივნისის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის სრული დასახელება
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
  • მისამართი
  • ტელეფონი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • პარტნიორი კომპანიბის ჩამონათვალი

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
ვანო ჩარგაზია
მობ: 598 36 34 14
E-mail: Vano.chargazia@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

შენიშვნები:

  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ; 
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;  
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა

ტენდერის კატეგორია:

  • 09200000 ნავთობი, ქვანახშირი და ნავთობპროდუქტები
  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები