ჩაბარების ვადა:
        
    16 ივნისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9814 - ტენდერი ყოველკვირეული სააქციო პოსტერების ბეჭდვაზე
- გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 16 ივნისი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ყოველკვირეული სააქციო პოსტერების ბეჭდვაზე.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- აუცილებელია ფასების მოწოდება შემდები პრინციპით:
 - თანდართულ ფაილში N1 მითითებულია აღწერილობა, სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება;
 - თანდართულია PDF სამუშაო ფაილი 2 ზომაში A2, A0; იხილეთ ლინკი https://we.tl/t-1iequ772Pe
 - A2 პოსტერების მიწოდება ხდება ორ ლოკაციაზე: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე6 კმ, ქუთაისი, ორახელაშვილის ქ. #14 ;
 - A0 პოსტერის მიწოდება ამჟამად მხოლოდ ქ. თბილისი, ფანჯიკიძის ქ.#8 (წლის განმავლობაში დაემატება დაახლოებით 70 ახალი ობიექტი)
 - მიწოდების ვადა: შეკვეთიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში;
 - გთხოვთ, ტრანსპორტირების თანხა შეიყვანოთ ერთეულის ღირებულებაში;
 - წარდმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს);
 - გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში;
 
ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
 - მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით;
 - ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
 - გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
 - ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 7 ივნისიდან 2021 წლის 16 ივნისის ჩათვლით;
 
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
 
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
 - საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
 - ტენდერის დასახელება;
 - მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
 - გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
 - სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
 
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ გიქოშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
mariam.gikoshvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
 - 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები