ჩაბარების ვადა:

20 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9820 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიან მომსახურებაზე, თბილისისა და რეგიონების თანამშრომლებისათვის

ტენდერის აღწერილობა:

სს. „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში  მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან  ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიანი მომსახურება, თბილისისა და რეგიონების თანამშრომლებისათვის.

კომპანია წარმოდგენილია ქვეყნის უმეტეს რეგიონში.

ჯამში დაზღვეულთა რაოდენობა არის 3647 ადამიანი. აქედან 2678 არის თანამშრომელი, 969 ოჯახის წევრი.

დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიებს ვთხოვთ წარმოადგინოთ  შემოთავაზება ქართულ ენაზე შემდეგი ინფორმაციით:

  • სადაზღვევო კომპანიის დასახელება;
  • გამოცდილება;
  • კლიენტების რაოდენობა და დასახელება;
  • ფასი 

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2021 წლის 20 ივლისის ჩათვლით

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
თამარ თევდორაძე
E-mail: tenders@silknet.com; ttevdoradze@silknet.com; 
მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას #3

მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით; 

სს ,,სილქნეტი“  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;  

ს.ს. ,,სილქნეტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები