ჩაბარების ვადა:

31 დეკემბერი 2015, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T983 - ტენდერი საწარმოო ნარჩენების გატანასა და შემდგომ უტილიზაციაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს: ნომრით #-EF-GE/209

დანიშნულება: საწარმოო ნარჩენების გატანა ლუდსახარში ნატახტარის ტერიტორიიდან და შემდგომ უტილიზაცია (განადგურება).

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • მსგავსი საქმიანობის ჩატარების უფლების დამადასტურებელი ლიცენზია გარემოს დაცვის სამინისტრისგან.

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • სერვისი გაწეული უნდა იქნას 2016 წლის განმავლობაში, პერიოდულად, დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე;
  • ლუდსახარში ნატახტარი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი,3308;

საქონელის ჩამონათვალი:

  • ვერცხლისწყლიანი თერმომეტრები და მედიკამენტები;
  • ზეთები და საპოხი მასალა;
  • ლუმინესცენტური ნათურები;
  • აკუმულატორები;
  • საბურავები;
  • პრინტერის კარტრიჯები.

გადახდის პირობები: საქონლის გატანიდან და მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 30 დღეში;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

შემოთავაზების მიღება იწყება 24.12.2015 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 31.12.2015 16:00 

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

ნათია ვაშაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.სლომისი, ლუდსახარშინატახტარი
სათაოოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელ.ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com

 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ