14 ივნისი 2021, 14:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T9851 - ტენდერი ერთჯერადი სამშრიანი პირბადის შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
 - ფასის კლების ბიჯი: 500.00 ₾
 - მონაწილეობის დაწყება: 11 ივნისი 2021 დრო 08:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 14 ივნისი 2021 დრო 14:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ერთჯერადი სამშრიანი პირბადის შესყიდვაზე:
| საქონლის დასახელება | შესასყიდი რაოდენობა | 1 ცალის ფასი (გადასახადების ჩათვლით)  | 
ჯამური ფასი (გადასახადების ჩათვლით)  | 
| ერთჯერადი გამოყენების სამშრიანი პირბადე | 500’000 ცალი | - ლარი | - ლარი | 
ძირითადი მახასიათებლები:
- ერთჯერადი გამოყენების 3 შრიანი პირბადე;
 - არ უნდა აღიზიანებს სახის კანს;
 - კარგად უნდა ერგებოდეს სახეს და არ ართულებს სუნთქვას;
 - უნდა იყოს მაღალი ელასტიურობის დამჭერებით;
 - უნდა გააჩნდეს ცხვირის ფიქსატორი;
 - ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა მოთხოვნილ იქნას საქონელი მუყაოს კოლოფებით, სადაც მოთავსებული უნდა იყოს 50 ან 100 ცალი, აღნიშნულის მოთხოვნის შემთხვევაში რაოდენობა იქნება არაუმეტეს ჯამური შესასყიდი ოდენობის 30%;
 - საქონელს უნდა გააჩნდეს დაავადებათა კონტროლის დასკვნა ან/და სერთიფიკატი;
 
| მოწოდების ვადა (კალენდარული დღე) | 
შენიშვნა: საქონლის მოწოდების ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე მეტი, ხოლო ნიმუშის წარმოდგენა არაუმეტეს 5 დღისა.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
 - ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
 - ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
 - ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობა გაიმართება ჯამურ შესასყიდ რაოდენობაზე, ბიჯის ოდენობა 500 ლარი;
 
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
 - ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
 - საქონლის შესყიდვა მოხდება ერთჯერადად;
 - ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ნიმუში;
 - ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;
 
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა;
 - შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
 
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- წინამდებარე დოკუმენტი შევსებული ცხრილით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
 - საბანკო რეკვიზიტები;
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - დაავადებათა კონტროლის დასკვნა ან/და სერთიფიკატი;
 
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 14 ივნისი, 14:00 სთ;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
 - ვაჭრობის ბიჯი: 500 ლარი;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: Ko.Metreveli@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
 - 33100000 სამედიცინო მოწყობილობები