ჩაბარების ვადა:

21 ივნისი 2021, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T9862 - ტენდერი მცხეთის რ-ონის სოფ გალავანში და თბილისი სოფ გლდანში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს მცხეთის რ-ონის სოფ გალავანში და თბილისი სოფ გლდანში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები  მოცემულია თანდართულ ხარჯთაღრიცხვის ცხრილში.
  • მომსახურების მიმწოდებელი შეიძლება იყოს როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირი. 

სამუშაოს შესრულების ვადები:

  • ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურების  მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, ხარჯთაღრიცხვასთან ერთად უნდა  წარმოადგინოს შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი 10-10 დღეზე გაწერილი.
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

  • რეკვიზიტები. 
  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული Excel ფორმატში.
  • სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი სატენდერო დოკუმენტაციის თანდართული ცხრილის შესაბამისად.
  • წერილობით სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და  დამკვეთის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი. 
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში დაუშვებელია დეფექტური აქტით განსაზღვრული სამუშაოების დასახელების, განზომილებისა და რაოდენობების ცვლილება.
  • პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვა უნდა შეადგინოს და მასში მოცემული პუნქტები განაფასოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N11/251 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლოს სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ’’ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტის ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის’’ შესაბამისად.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 21.06. 2021, 12:00 სთ.
  • სატენდერო წინადადება  წარმოდგენილ იქნას დალუქულ კონვერტში მისამართზე: თბილისი ბეჟანიშვილის შესახვევი #8.

საკონტაქტო პირი: მარინე გიორგაძე
ტელ: 599 35 69 90
ელ. ფოსტა m.giorgadze@dcfg.ge

სატენდერო წინადადებების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველი გამოავლენს ტენდერში გამარჯვებულს და მხოლოდ მათ აცნობებს  ამის თაობაზე და მოიწვევს ხელშეკრულების გასაფორმებლად, სატენდერო პირობების შესაბამისად. 

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები