ჩაბარების ვადა:

11 იანვარი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T987 - ტენდერი ჰიდრო ელექტროსადგურის აგრეგატების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს ჰიდრო ელექტროსადგურის აგრეგატების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე

შესასრულებელი სამუშოების ჩამონათვალი:

  • ტურბინის ლილვიდან მქნევარას(2300x300მმ) დემონტაჟი;
  • ლილვისა და მქნევარას სასოგმანე ღარების აღდგენა;
  • აღდგენილი ღარის მიხედვით ახალი სოგმანის დამზადება(სოგმანი დამზადდეს ГОСТ 23360-76(24071-97) - ის მიხედვით / მასალა: Ck45 / Сталь 45;
  • ტურბინის ლილვზე მქნევარას მონტაჟი ГОСТ 8790-79-ის მიხედვით;
  • კვანძის დინამიკური ბალანსირება.

აღნიშნული სამუშოები შესასრულებელია ორ აგრეგატზე.

აგრეგატების მიწოდება თქვენს მისამართზე მოხდება დამკვეთის მიერ.

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე v_maisuradze@giec.ge.
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 11 იანვრის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 50%; შესრულების ვადა - 30%; ანალოგიური გამოცდილება - 10%; გადახდის პირობა - 10%.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; ან/და 591 93 10 10. საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ჩიჩუა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ