ჩაბარების ვადა:

21 ივნისი 2021, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T9890 - ტენდერი ააიპ "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია"-ს მართვაში არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლების ავეჯის შეკეთება-რესტავრაციის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ააიპ "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია"-ს მართვაში არსებული მცხეთის რ-ონის სოფ. წილკანში, სოფ. გალავანში და თბილისი სოფ. გლდანში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლების ავეჯის შეკეთება-რესტავრაციის მომსახურების შესყიდვაზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები  მოცემულია თანდართულ ხარჯთაღრიცხვის ცხრილში.
  • მომსახურების მიმწოდებელი შეიძლება იყოს როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირი. 

სამუშაოს შესრულების ვადები:

  • ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურების  მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, ხარჯთაღრიცხვასთან ერთად უნდა  წარმოადგინოს შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი 10-10 დღეზე გაწერილი.
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა წარმოების საფუძველია „სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი“, რომელიც წარმოადგენს სატენდერო წინადადების აუცილებელ ნაწილს და შედგენილია ააიპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“-ს მოთხოვნათა შესაბამისად.
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულებისთანავე გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი  მოწყობილობა-დანადგარებისაგან და სამუშაოების წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენებისაგან.
  • მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოების პროცესში მისი მიზეზით დაზიანებული ინფრასტრუქტურა.
  • ახალი კორონა ვირუსის (covid 19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა.

სამუშაოს შესრულების ადგილებია:

  • მცხეთის რ-ონი სოფ. გალავანი მე-4 ქუჩა #3
  • მცხეთის რ-ონი სოფ. წილკანი ფარნავაზ მეფის ქ #4
  • თბილისი სოფ გლდანი 26 მაისის ქ #103

შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა:

  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელს.
  • საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის წესების დარღვევის გარეშე,  რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია
  • შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.

პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

  • რეკვიზიტები. 
  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული Excel ფორმატში
  • სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი სატენდერო დოკუმენტაციის თანდართული ცხრილის შესაბამისად.
  • წერილობით სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და სასურველია დამკვეთის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი. 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში დაუშვებელია დეფექტური აქტით განსაზღვრული სამუშაოების დასახელების, განზომილებისა და რაოდენობების ცვლილება.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 21.06.2021, 13:00 სთ.
  • სატენდერო წინადადება  წარმოდგენილ იქნას დალუქულ კონვერტში მისამართზე: თბილისი ბეჟანიშვილის შესახვევი #8.

საკონტაქტო პირი მარინე გიორგაძე:
ელ ფოსტა m.giorgadze@dcfg.ge
ტელ: 599 35 69 90

გამარჯვებული გამოვლენა ხელშეკრულების გაფორმება:

  • სატენდერო წინადადებების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველი გამოავლენს ტენდერში გამარჯვებულს და მხოლოდ მათ აცნობებს  ამის თაობაზე და მოიწვევს ხელშეკრულების გასაფორმებლად, სატენდერო პირობების შესაბამისად. 

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება