ჩაბარების ვადა:

18 ივნისი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T9897 - Unleash trade potentials between European businesses and local producers of honey and wood production

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 18 ივნისი.

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება საქართველოში მცხოვრები და რეგისტრირებული კერძო პირისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 18.06.2021 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში: 

  • I - კონვერტში საფასო შემოთავაზება;
  • II - კონვერტში შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი უნდა შეიცავდეს საშემოსავლო გადასახადს და უნდა ითვალისწინებდეს სავალდებულო საპენსიო შენატანს (საპენსიო სისტემაში მონაწილეობის შემთხვევაში). 

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • სახელი, გვარი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა);
  • მისამართი
  • ტენდერის დასახელება - Unleash trade potentials between European businesses and local producers of honey and wood production”
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი

მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი,
III სართული მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 16.2179.6-007.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83383459

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 23.06.2021-თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან

ტენდერის კატეგორია:

  • 77100000 სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები