21 ივნისი 2021, 12:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T9905 - ტენდერი კახარეთ ჰესის 100 მეტრი სადერივაციო არხის და სათავეზე ჰიდროტექნიკური ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს კახარეთ ჰესის 100 მეტრი სადერივაციო არხის და სათავეზე ჰიდროტექნიკური ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების მომსახურებაზე.
მომსახურების აღწერა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს საკუთრებაში არსებული კახარეთ ჰესის:
- ლოტი 1 - 100 მეტრი სადერევაციო არხის რეაბილიტაცია.
- ლოტი 2 - სათავეზე ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაცია.
შენიშვნა:
- გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში რომ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება ყოველ ლოტზე ცალკე გამარჯვებული გამოვლინდეს.
- ამიტომ, გთხოვთ თქვენ კომერციულ წინადადებაში მიუთითოთ ხართ თუ არა თანახმა თანამშრომლობისთვის თუ კომისიის გადაწყვეტილებით თქვენ გაიმარჯვეთ მხოლოთ ერთ ლოტში და არა ორივე ლოტში ერთად.
მისამართი: ადიგენის რაიონი, სოფელი კახარეთი, კახარეთ ჰესი.
თან დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- სამუშაოების, მასალების და მექანიზმების ჩამონათვალი (გთხოვთ შეავსოთ ჩვენს მიერ მოწოდებული ფორმა ლოტი 1 და ლოტი 2)
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- კომპანიის გამოცდილება მსგავს სამუშაებზე არანაკლებ 2 წლისა.
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების მიხედვით.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 21 მაისი, 12:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ბიჯი: 500 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
ელ. ფოსტა: tchichua@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები