ჩაბარების ვადა:

25 ივნისი 2021, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T9920 - ტენდერი პოლიეთილენის, პოლიპროპილენის მასალების გაყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 25 ივნისი 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონული ტენდერი პოლიეთილენის, პოლიპროპილენის მასალების გაყიდვის შესახებ:

ზოგადი:

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და შპს. „რუსთავის წყალი“ აცხადებენ ელექტრონულ ტენდერს ახალი (გამოუყენებელი) პოლიეთილენის, პოლიპროპილენის მასალების რეალიზაციის თაობაზე და იწვევს კომპანიებს/ფიზიკურ პირებს მონაწილეობის მისაღებად. ელექტრონული ტენდერის მიზანია შეირჩეს კონტრაქტორ(ებ)ი, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის შესყიდვას კომპანიის მოთხოვნების გათვალისწინებით.

(ტექნიკური დავალება), რეალიზაციის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • სარეალიზაციო საქონლის მონაცემები მოცემულია დანართი N1-ში. განიხილება, როგორც თითოეული პოზიციის რეალიზაცია ასევე  სრული ჩამონათვალის ერთად. 

შენიშნვა: ელექტრონული ტენდერის ფარლგებში, უპირატესობა მიენიჭება იმ დაინტერესებულ კომპანიას/პირს, რომლის შემოთავაზებაც იქნება მოცულობითი პოზიციების ან ჯამური თანხების მიხედვით. 

განფასება:

  • დაინტერესებულმა პირმა/კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესასყიდი პოზიციების ჩამონათვალი დანართი N1-ის მიხედვით, როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფაილის სახით. 

ანგარიშწორებისა და თანამშრომლობის პირობები:

  • ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს 100% ავანსის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მასალის გატანამდე 10 დღით ადრე.
  • შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მოხდება სარეალიზაციო საქონლის 30%-ზე მეტი წილის შესყიდვა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია როგორც ფასების ასევე ანგარიშსწორების პირობების გადახედვა.

დაინტერესებული პირის მიერ სისტემაში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები ასევე დამატებითი პირობები:

  • ფასების ცხრილი შევსებული სრულად ან სასურველი შესასყიდი მასალების და რაოდენობების მიხედვით (დანართი N1);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • სასურველი პერიოდი შესასყიდი საქონლის გატანასთან დაკავშირებით (საწყობებიდან გატანას უზრუნველყოფს „მყიდველი“ თანხის ჩარიცხვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში).
  • დაინტერესებულ მხარეს შეუძლია გასაყიდი მასალების დათვალიერება შპს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ და შპს. „რუსთავის წყალი“-ის საწყობებში. ქ. თბილისი, წყალსადენის ქ. #7, ქ. რუსთავი, წმინდა ნინოს ქ. #5.
  • ელექტრონულ ტენდერში გამოტანილ მასალაზე არ ვრცელდება გარანტია. გამყიდველი არ იღებას პასუხისმგებლობას მასალების ექსპლუატაციაში ვარგისიანობაზე. მყიდველი ვალდებულია შესყიდვამდე ჯეროვნად შეამოწმოს შესასყიდი მასალა(ები).

შენიშვნა:

  • მონაწილე პირის/კომპანიის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • მონაწილე პირის/კომპანიის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ პირთან/კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონული ტენდერით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 

წინადადების წარდგენის მომენტისთვის დაინტერესებული პირი/კომპანია არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

გამყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს წინადადებების მიღების დასრულების ვადა, შეცვალოს საქონლის რეალიზაციის პირობები, რასაც დროულად აცნობებს მონაწილეებს, ან შეწყვიტოს საქონლის რეალიზაციაზე ინტერესთა გამოხატვის პროცესი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

გამყიდველი გამარჯვებულ მყიდველს გამოავლენს კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. გამყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

გამყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს დაინტერესებული პირისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია მონაწილე პირის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ მონაწილე პირის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, მონაწილე პირი იქნება დისკვალიფიცირებული ინტერესთან გამოხატვის პროცესიდან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  გამყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 25 ივნისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი ასათიანი 
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: giasatiani@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 597 72 00 79

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); +995 599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 19500000 რეზინისა და პლასტმასის მასალები
  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    21 ივნისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა