25 ივნისი 2021, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T9965 - ტენდერი ერთჯერადი პლასტმასის ლუქების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მეტრო სერვის +“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს პლასტმასის ერთჯერადი ლუქების შესყიდვა.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
პლასტმასის ერთჯერადი ლუქი | 15000 |
მახასიათებლებს:
- მასალა: პოლიპროპილენი;
- ჩამკეტი ელემენტი: მეტალის ჩანართი (უჟანგავი ფოლადი);
- საერთო სიგრძე: 305 მმ;
- სამუშაო სიგრძე: 220 მმ;
- მოქნილი ელემენტის დიამეტრი: 2,3 მმ;
- გამოყენების ტემპერატურა: ‐20‐დან ‐ +60 გრადუსამდე.
- დაყენება: სპეც.ხელსაწყოების გარეშე, ხელით;
- მოხსნა: მაკრატელის, მკვნეტარას გამოყენებით;
- რიგის ნომერი: ქარხნული 8 ‐ნიშნა ნუმერაცია;
- თეთრი ველი დამატებითი ინფორმაციისთვის;
- მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად 2021 წლის 31 ივლისამდე. გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა პროდუქტის სატესტოდ მოწოდება
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1‐ კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2‐ ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ‐ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3‐ განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია‐ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 25 ივნისი, 15:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი: ltkeshelashvili@msplus.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა